ფერმერი ქალი საზღვრისპირა სოფლიდან, რომელსაც სათბურში სხვადასხვა კულტურები მოყავს [Video]

0
1420

საზღვრისპირა სოფელ ორსანტიაში მცხოვრები ფერმერი, ლამზირა კუპრავა, რომელსაც ბოსტნეული კულტურები და მარადმწვანე დეკორატიული მცენარეები მოყავს, ამ საქმიანობით მესამე წელია ოჯახს არჩენს. თანამედროვე სტანდარტის სასათბურე მეურნეობაში ამჟამად სან-ანდრეასის ჯიშის მარწყვი და კიტრის მოსავალი აქვს, რომლის რეალიზებას ზუგდიდის ბაზარში ახერხებს და ასევე ადგილზე ძალიან ბევრი მყიდველიც ყავს. ფერმერ ქალბატონს სათბურთან, ღია გრუნტზე მწკივრებად სხვადასხვა სახის დეკორატიული მცენარეები აქვს დარგული, როგორც მან გვითხრა ჯერ ჩითილები გამოყავს და შემდეგ უკვე მცენარეები მიწაში დასარგავად გადააქვს. მისი თქმით, მარადმწვანე დეკორატიული მცენარე კალესტემონი ბოლო პერიოდში ყველაზე მოთხოვნადია, ასევე ღია გრუნტზე თქვენ ნახავთ დიდი რაოდენობით სხვადასხვა ფერის კამელიებს, თხის რქას, ღობის ტუიას, გლაუკას, მცენარეს რომელსაც ლურჯი ფერები აქვს, ასევე აურეას, ნათელი ფერებითა და ყვითელი ყვავილებით. ფერმერი მარწყვს ლამაზ შეფუთვას უკეთებს და სამომავლოდ ფიქრობს მის სახელწოდებაზე, როგორც ამბობს, მყიდველს პირველ რიგში, გემოსთან ერთად შეფუთვაც მოსწონს. თუ გეგმავთ ეზოს მოწყობას მარადმწვანე მცენარეების დახმარებით, ფერმერ ქალბატონთან დეკორატიული მარადმწვანე მცენარეების ფართო არჩევანი დაგხვდებათ, ფასებიც შესაბამისად ხელმისაწვდომია.

წინა სტატიაფაროსანასთან ბრძოლის მიზნით თხილის შეწამვლა გრძელდება [Video]
შემდეგი სტატიასპეციალური საინფორმაციო გამოშვება ანტი-covid-ი [გადაცემა-53] [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური