მთავარისიახლეებიპოლიტიკარანი არიან ხალხის მტრები გახარიას განცხადებით? ,,მაგრები კი არა, ძროხები და კურდღლები''-...

რანი არიან ხალხის მტრები გახარიას განცხადებით? ,,მაგრები კი არა, ძროხები და კურდღლები”- ასე ხედავს იგი ოპოზიციას

Published on

“ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შემდგომი მოწვევის პარლამენტში, აღარ ვსაუბრობ ხარისხზე, ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ. ”-თქვა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას

,,მე იმედი მაქვს ჩვენი მოქალაქეების. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთადერთი მოკავშირე – ყველაზე სამართლიანი, ყველაზე გამჭრიახი ქართველი კაცი არის ბრძენი, დიდხანს აკვირდება, მაგრამ შესაბამის, სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს.”

მანვე მიმართა ოპოზიციას:

,,მაგარი კი არა, კურდღლები ხართ, რატომ, იცი?! აი, ამისთვის რომ ემზადებოდით, ბიჭო! კარგი, დავუბრუნდები აკადემიურ სტილს. ამ შეხვედრისთვის რომ ემზადებოდით და იქ რაღაც ჯგუფური ბრეინსტორმინგები რომ მოაწყვეთ და იქიდან რომ იმუქრებოდით…”

.პრემიერის რეპლიკას გიგა ბოკერია გამოეხმაურა და პრემიერს ძვოლბიჭობის გამო შენიშვნა მისცა.

“ეს რაღაც ძველბიჭობა, რამე კომპლექსი გაქვთ ბავშვობის… კურდღლები ხართ… მგელი ხართ ხო თქვენ ბატონო გახარია? აი, კბილებიანი, ძარღვიანი მგელი. ამ ძველბიჭობის მაგივრად, ქვეყნის დაცვა სადაც საჭიროა, იქ რომ გქონდეთ პრინციპულობა არ შეიძლება? ამდენი ლაპარაკია და რა უნდა იმის თქმა, რომ ხვალ საქართველოს მტერს ქვეყანაში აღარ შემოვუშვებ? ხო იძახით არეულობის მომწყობი ძალებია ქვეყანაშიო და არ შემოუშვათ მტრები ქვეყანაში, რისი სრული უფლებაც გაქვთ ქვეყნის კანონმდებლობით”, – განაცხადა ბოკერიამ.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...