მთავარისიახლეებისაზოგადოებამარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებული 2 ახალი პაციენტი სომხეთიდანაა შემოსულები, ტესტირება ჩაუტარდათ...

მარინა ეზუგბაია – კორონავირუსით ინფიცირებული 2 ახალი პაციენტი სომხეთიდანაა შემოსულები, ტესტირება ჩაუტარდათ საქართველოში

Published on

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ორივე სომხეთიდან არის შემოტანილი. მისივე ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულილ ახალი პაციენტები სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არიან.

„სომხეთიდან შემოსულები არიან, ტესტირება ჩაუტარდათ საქართველოში. ერთი ჩვენთან ვინც მოთავსდა, სომხეთის მოქალაქეა, მეორე ალბათ საქართველოს მოქალაქეა. ჩვენთან შემოვიდა მხოლოდ ერთი პაციენტი. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ჩვენგან ორი პაციენტი გაეწერა, თუმცა ეს არ არის ჯერ ასახული, იმიტომ, რომ დღეს დილას მოხდება ამ პაციენტების გაწერა. ამ ეტაპზე დაგვრჩება 23 დადასტურებული პაციენტი. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია, არც ერთ მათგანთან არ შეინიშნება დაავადების დამძიმება. ჩვენს ცენტრში ძირითადად საშუალო სიმძიმის პაციენტები მკურნალობენ.“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...