გიორგი გახარია: ,,ზოგიერთებს ჟრიამული ჰქონდათ, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში არ შეიყვანენო. შეგვიყვანენ, გარწმუნებთ”

0
366

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ფრენების გადავადების ერთადერთი მიზანი და მიზეზია “მოქალაქეზე ზრუნვა ისე, რომ ქვეყნის რეპუტაცია არ დავანგრიოთ”. ამის შესახებ გახარიამ პარლამენტში, ევროპული საქართველოს დეპუტატების, გიგა ბოკერიას და გიორგი კანდელაკის კითხვებზე პასუხად თქვა. მანვე აღნიშნა, რომ “ზოგიერთებს ჟრიამული ჰქონდათ, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში არ შეიყვანენო”. გახარიას თქმით, “შეგვიყვანენ, გარწმუნებთ”.

მისი თქმით, “პირველი რიცხვიდან” რეისები კონკრეტულ მწვანე ზონებში შესრულდება. მას თვე არ დაუკონკრეტებია, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ პრემიერი კონკრეტულ ქვეყნებთან ფრენების აღდგენას ევროკავშირის მიერ საზღვრის გახსნისთანავე აანონსებს, სავარაუდოდ, ივლისს გულისხმობს. 

“ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ერთადერთი მიზნით – საქართველოში ფრენები ხორციელდება არა მხოლოდ ევროკავშირიდან. გარწმუნებთ, ევროკავშირის უმსხვილეს ავიაკომპანიებთან პირდაპირ მოლაპარაკებები გვაქვს და პირველი რიცხვიდან ბევრი დედაქალაქის მიმართულებით რეისები გაიხსნება, ეს ჩვენთვის მმართველობის ნაწილში უფრო მარტივია – კონკრეტულ ავიაკომპანიებს, კონკრეტულ სტრატეგიულ პარტნიორებს, კონკრეტულ მწვანე ზონებში პირდაპირი რეისები დავნიშნოთ, უპრობლემოდ. 

ეს [რეგულარული ფრენების გადავადება] ჩვენ ყველასთან შეთანხმებული გვაქვს, მეგობრებო, თქვენ რომ არ შეგითანხმეთ, მაგაზე ნუ ღელავთ, რა. არავინ არაფრით არ დაზარალდება, გერმანიაზეც იქნება ფრენები, ამსტერდამზეც იქნებაა” – ამბობს გახარია.

კითხვაზე, როდის იქნება, პრემიერმინისტრი პასუხობს – “როცა იქნება საჭირო, მაშინ. როგორც კი ქვეყანას გაუხსნიან საზღვარს”.

წინა სტატია,,ჩვენს შორის განსხვავება მხოლოდ მორალში კი არა, გონებრივ შესაძლებლობებშიცაა “ – გიგა ბოკერია – პრემიერს
შემდეგი სტატიაბატონო გიორგი, თქვენ ბრძანდებით ყველაზე დიდი ფეიკბიუჯეტის ავტორი – ბიუჯეტი, რომელიც წარმოადგინეთ, დღეს უკვე ფაქტობრივად მკვდარია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური