აშშ-ს ეროვნული თავდაცვის აქტში შესული ცვლილება ხელისუფლებას მძიმე მდგმარეობაში აგდებს, თუმცა თავს არ უტყდება და თითს ოპოზიციის ხრიკებისკენ იშვერს

0
378

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აშშ-ს ეროვნული თავდაცვის აქტში შესული ცვლილება, რომელიც საქართველოს ეხება, მმართველ გუნდს ვერაფერს დააკლებს, თუმცა დააზიანებს საერთაშორისო პარტნიორების რეპუტაციას. 

“ეს არის ბოკერიას და [სენატორ რიშის] აპარატის უფროსის მეგობრობის შედეგი. ეს, ბუნებრივია, ვერაფერს ვერ დააკლებს ქვეყანას და ვერაფერს ვერ დააკლებს ქართულ ოცნებას, თუმცა ეს აზიანებს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების რეპუტაციას და ეს არის ერთ-ერთი შედეგი იმ საქმიანობისა, რასაც ახორციელებს გიგა ბოკერია, კრიმინალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი”. – ამბობს კობახიძე.

,,ზოგიერთს ექსკლუზიური უფლება ჰგონია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ენის თარგმნა”, –

,,რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. რათქმა უნდა, ხელისუფლება ამ შეთანხმებას შეასრულებს. რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი უყრის კენჭს ორშაბათს და ქვეყანაში იქნება ის საარჩევნო სისტემა, რომელსაც მივყავართ პროპორციული საარჩევნო სისტემის მიმართულებით”, – ასე ეხმაურება პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ცვლილებას. 

ქართული ოცნების წევრი მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ საქართველოს შესახებ ცვლილება, რომელიც აშშ-ს ეროვნული თავდაცვის აქტში უნდა შევიდეს, “შეიძლება, იყოს სტაფერის სუბიექტური დამოკიდებულება”.

“დარწმუნებული ვარ, ეს ინიცირება ვერ ჰპოვებს ასახვას შესაბამის გადაწყვეტილებაში. სხვადასხვა მიზეზი არსებობს, ეს, როგორც ხშირად ხდება ხოლმე ამ ბოლო დროს, შეიძლება იყოს ცალკეულ შემთხვევებში არასწორი ინფორმაცია, ვიღაცის სტაფერის სუბიექტური დამოკიდებულება, რომელზეც ვნახეთ თავად კონგრესმენების განმარტებები, რომ იყო სტაფერის შედგენილი. შეიძლება, უბრალოდ, საკანონმდებლო პროცედურები არ იძლეოდეს საშუალებას, რომ სწრაფ დროში მსგავსი ინიცირება ასახული იყოს გადაწყვეტილებაში”, – ამბობს მამუკა მდინარაძე. 

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის აქტში შედის ცვლილებ, რომელიც სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯეიმს რიშს ეკუთვნის და ის საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას, კერძოდ – გიორგი რურუასა და 8 მარტის შეთანხმებას შეეხება.

წინა სტატიააშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობა დამოკიდებულია დემოკრატიის მდგომარეობაზე საქართველოში – აშშ -ს ეროვნული თავდაცვის აქტში ცვლილება შედის
შემდეგი სტატია,,გოიმებში ნომერ პირველიაო და ახლა თქვა ჩემზე, რომ ჩემი პირადი კონტაქტები განსაზღვრავს სენატის გადაწყვეტილებებს” – გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძეზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური