ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 92 პირი იმყოფება. რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 31 პირია თვითიზოლაციაში. სულ ეპიდზედამხედველობა დამყარდა 1995 პირზე.
გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოიკვლიეს 144 ნიმუში, ყველა უარყოფითია. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.