მთავრობამ რეგულარი ფრენების აღდგენა 1 თვით გადადო. – რა არის უცნაური ამ ამბავში?

0
382

გუშინ, 25 ივნისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ რეგულარი ფრენების აღდგენა 1 თვით გადადო. ეს უცნაურია იმის ფონზე, რომ საქართველო იმ სახელმწიფოთა სიაში მოხვდა, რომელთანაც ევროკავშირი საზღვრების გახსნას უახლოეს პერიოდში გეგმავს 

ნაკლებ სავარაუდოა, რომ საზღვრების გახსნისთვის დაბრკოლებას ეპიდემიოლოგიური სურათი წარმოადგენდა. საქართველოს ინფიცირებულებისა და სიკვდილიანობის მიხედვითაც, რეგიონში საუკეთესო მაჩვენებლები აქვს. 

არ ჯობდა, დავლოდებოდით ამ სიას? იქნებადა წერია იქ საქართველო?

ყველა ფრენის ერთი თვით გაუქმებით საქართველო ევროკავშირს ერთგვარად ეუბნება, რომ ამ სიაში მოხვედრა მისი პრიორიტეტი არ არის.- აცხადებს ევროპული საქართველოს დეპუტატი გიორგი კანდელაკი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე,

მთავრობის გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაამძიმებს, ისედაც უპრეცენდენტოდ მასშტაბურ კრიზისს. 

ცნობისათვის, 2019 წლის იანვარ-მაისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 1,1 მილიარდ დოლარს აღემატებოდა, ხოლო წლევანდელი იგივე პერიოდის მაჩვენებელი 445 მილიონ დოლარს შეადგენს. კლება წინა წელთან შედარებით 40%-ს აღემატება, ნომინალურად კლება დაახლოებით 655 მილიონ დოლარს აღემატება. 

წინა სტატიაინდოეთში მეხის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე 83 ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიადღეს გიორგი გახარია პარლამენტს წარუდგენს ყოველწლიურ მოხსენებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური