მთავარისიახლეებიპოლიტიკაკალაძე ცხვირ-პირს გვამტვრევს, გახარია ნოკაუტში გვაგდებს. - რა მდგომარეობაა? რა ვითარებაა? რა...

კალაძე ცხვირ-პირს გვამტვრევს, გახარია ნოკაუტში გვაგდებს. – რა მდგომარეობაა? რა ვითარებაა? რა ნარატივია?

Published on

ის ოპონენტები, რომლებიც აცხადებენ, რომ კონკრეტული გეგმა არ არსებობს, სიღრმეებში არ მიჰყვებიან არც ერთ თემას. ზოგადი პოლიტიკური მესიჯებით, სპეკულაციურით და მავნებლურით შემოიფარგლებიან და ამბობენ, რომ გეგმა არ არსებობს. მართალი უნდა იყო, დებატებში რომ გაიმარჯვო, მხოლოდ ორატორობა არ ყოფნის [..] კიდევ ერთხელ, დარწმუნებული ვარ, პრემიერი ოპოზიციას ნოკაუტში ჩააგდებს, რომელიც საქმით დაკავებული არაა და  დაკავებულია, სამწუხაროდ, მავნებლობით.ამბობს ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე პრემიერმინისტრ გიორგი გახარიაზე, რომელიც დღეს 26 ივნისს, პარლამენტს წლიურ ანგარიშს წარუდგენს. ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში პრემიერის ანგარიშს დაესწრებიან და კითხვებსაც დაუსვამენ.

რაც შეეხება კალაძის მუშტს, ივანიშვილის კლასტერი მიესალმება ფეიკებთან ბრძოლის ლოზუნგით თავისუფალი მედიის წინააღმდეგ გამოცხადებულ მის ინიციატივას.

სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ისეთი რეგულაციები, რომლითაც შეიძლება გარკვეული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა თუ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრო ასეთი სიუჟეტების და ასეთი უპასუხისმგებლო სიუჟეტების ავტორებს. გვაქვს რეგულაციები, სადაც გარკვეული დავები შეგიძლია, სასამართლოში წარმართო, მაგრამ საერთო ჯამში, საქართველოს აქვს დემოკრატიული, თავისუფალი სტანდარტი, მოდი, ასე ვთქვათ, მედიასთან მიმართებით.

,,ეს კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის სასარგებლო, როდესაც შენ გაქვს ჯანსაღი სპექტრი მედიასაშუალებების, როდესაც მედიამოთამაშეები წესების დაცვით თამაშობენ. მაგრამ, მეორეს მხრივ, როდესაც მედიასაშუალებები არიან პოლიტიკური პარტიების ზოგჯერ ზონდერები, ზოგჯერ დანამატები და ზოგჯერ უშუალო ხელები, ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, თავისუფლების, დემოკრატიის ნებისმიერი სიკეთე შეიძლება იყოს ბოროტად გამოყენებული და ზუსტად ეს არის, რასაც ჩვენ ვუყურებთ. თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ Post Tv-ის ეთერში კალაძის განცხადებაზე, რომ მისთვის მიუღებელ მედიას მუშტით დააუპირისპირდება

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...