ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფთა რაოდენობა ორით შემცირდა

0
377

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 97 პირი რჩება.

რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 31 პირია თვითიზოლაციაში. სულ ეპიდზედამხედველობა დამყარდა 1 993 პირზე.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოიკვლიეს 180 ნიმუში და კორონავირუსზე ყველა უარყოფითია.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.

წინა სტატიაგიორგი შაქარაშვილის სიკვდილის გარემოებების დადგენის პროცესში 17 პირია დაკავებული
შემდეგი სტატიაზუგდიდში გამოკვლეული 180 ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური