მიხეილ სააკაშვილის პერსონისა და პოლიტიკური წონის გარეშე ბიძინა ივანიშვილს ძვრას ვერავინ უყოფს – გუბაზ სანიკიძე

0
432

მიხეილ სააკაშვილის პერსონისა და პოლიტიკური წონის გარეშე  ბიძინა ივანიშვილს ძვრას ვერავინ უყოფს.-განაცხადა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ საუბრისას, – როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილი არის ეპოქის გმირი, თავისი პლუსებით და მინუსებით, თავისი ღირსებებით, თავისი უღირსობებით, თავისი შეცდომებითა და თავისი ფანტასტიური რეფორმებით

„ქვეყანაში სააკაშვილის მიმართ რაღაც კომპლექსია ჩამოყალიბებული, სხვათა შორის ოპოზიციაშიც. ჩემთვის, მაგალითად, გაუგონარია, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი გამოდის და საუბრობს სააკაშვილი არცერთ შემთვევაში არ უნდა ჩამოვიდესო და გვერდზე ბოკერია უზით. მე საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, არც ბოკერიასთან, ყველას თავისი პოლიტიკური გზა აქვს, მაგრამ, როდესაც იძახი, რომ სააკაშვილი არ უნდა ჩამოვიდესო და ძალიან ახლო ურთიერთობაში ხარ მის გუნდთან, ეს რანაირი პრიციპულობაა ვერ გავიგე. სააკაშვილი მსხვერპლად შესაწირია თუ როგორ არის ? მასზე მეტად ვის აქვს უფლება, რომ ქართულ პოლიტიკაში იყო? ის არის ეპოქის გმირი, თავისი პლუსებით და მინუსებით, თავისი ღირსებებით, თავისი უღირსობებით, თავისი შეცდომებითა და თავისი ფანტასტიური რეფორმებით. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრის უდიდეს ნაწილს, თითქმის სრული შემადგენლობით, სააკაშვილის კომპლექსი აქვთ. ახლოსაც ვერ მიდიან მასთან. ძველები, ახლები, ყოფილები, ჯერჯერობით მომავლები, ასე ჩანს.

რატომ არის ამოჩემებული ასე მიხეილ სააკაშვილი ? იმიტომ, რომ მისი კომპლექსი აქვთ. მე ერთი რამ ვიცი, რომ მიხეილ სააკაშვილის პერსონისა და პოლიტიკური წონის გარეშე ბიძინა ივანიშვილს ძვრას ვერავინ ვერ უყოფს. ბოდიში მომითხოვია და ნუ იბრიქება ნურავინ. აღმოსავლეთ ევროპაში ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავლენიანი ფიგურაა. ეს არის ფაქტი, ეს არის მოცემულობა. ის დიდი პოლიტიკური პროცესის ერთ-ერთი მთავარი სოლისტია, მორჩა და გათავდა“,- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

წინა სტატიავინ ვის მოინელებს სოფიო კილაძის აზრით, ამასობაში კი ,,ის კაცი დაკარგულია”
შემდეგი სტატიაჩიჩუას ქუჩაზე, ერთხელ უკვე გაკეთებული საკანალიზაციო მილები ხელახლა გაყავთ [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური