მთავარისიახლეებიპოლიტიკა„გირჩი“ „დეპუტატთა შარდის სიწმინდის წინააღმდეგ“

„გირჩი“ „დეპუტატთა შარდის სიწმინდის წინააღმდეგ“

Published on

პარტია „გირჩი“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივის „დეპუტატთა შარდის სიწმინდის წინააღმდეგ“.

საუბარია კანონმდებლობით დადგენილ წესზე, რომლის თანახმად, პარლამენტის წევრობის მსურველები ვალდებულნი არიან ცესკო-ში რეგისტრაციისთვის წარადგინონ ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.

პარტიის მიერ წარმომადგენლად არჩეული იურისტი, „გირჩის” წევრი ლევან ჯგერენაია აცხადებს, რომ პარლამენტის დეპუტატს ირჩევს ხალხი, მას ხალხისგან აქვს ლეგიტიმაცია და არ შეიძლება დეპუტატობის კანდიდატს დაუწესდეს ასეთი აბსურდული და დამამცირებელი მოთხოვნა.

„გირჩის“ თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას თქმით, ესმის, რომ პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს უხერხულ ამბავზე მიმართავს, მაგრამ სასამართლოს დახმარება ამ სამარცხვინო პროცედურის გასაუქმებლად აუცილებელია, რადგან არჩევითი თანამდებობის პირს მსგავსი შეზღუდვა არ უნდა ჰქონდეს.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...