მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ეს არის სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია, მაგრამ ...'' - სალომე სამადაშვილი გიორგი...

,,ეს არის სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია, მაგრამ …” – სალომე სამადაშვილი გიორგი რურუას წერილზე

Published on

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, გიორგი რურუას მიმართვა, მისი პატიმრობის მიუხედავად ოპოზიციამ საარჩევნო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღოს, მათთვის არაფერს ცვლის. სამადაშვილის განმარტებით, ეს პრინციპის საკითხია და ეხება არამხოლოდ რურუას, არამედ ქვეყნის სამართლებრივ-პოლიტიკურ გარემოს.

“ეს არის სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია იმ თვალსაზრისით, რომ მას არ სურს მისი პიროვნული საკითხი გახდეს დაბრკოლებად იმ მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის, რომელიც ეხება კონსტიტუციას. მაგრამ ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ეს პოზიცია არაფერს არ ცვლის იმიტომ, რომ ჩვენთვის ეს არის პრინციპის საკითხი და ეს არ შეეხება მხოლოდ გიორგი რურუას. ეს შეეხება იმ სამართლებრივ და პოლიტიკურ გარემოს, რომლითაც ჩვენ მივდივართ შემდეგ არჩევნებზე და შეთანხმებას, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით მართმსაჯულება არ უნდა განხორციელდეს”, — განუცხადა მან რუსთავი 2-ს.

მთავარი არხის დამფუძნებელი, გიორგი რურუა მიიჩნევს, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებების მესამე კენჭისყრაში ოპოზიციის მონაწილეობა აუცილებელია. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

“მინდა გამოვეხმაურო რვა მარტის შეთანხმებას! ჩემი პოზიცია ასეთია, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია, მნიშვნელობის აღნიშნვას აღარ დავიწყებ. მესმის ჩემი მეგობრების პოზიციაც, მეც ასე მოვიქცეოდი მათ ადგილას. ჩემი მძევლად დატოვება ახლა მეორეხარისხოვანია. უპრინციპობას ჩვენ ვერავინ დაგვაბრალებს. პროპორციული საარჩევნო კანონის მიღება იყო და არის საზოგადოების მთავარი მოთხოვნა, ასევე ჩვენი საერთაშორისო მეგობრების თხოვნაც”, — წერს რურუა.

სიახლეები

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...

გარდაბანში ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

გარდაბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა, ავარიას ჯამში 8 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა....

„ოპოზიციური ალიანსი“ ასხელებს 6 პირობას “სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“

"ოპოზიციის ალიანსი" იმ 6 ძირითად მოთხოვნას ასახელებს, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების...

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა-ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს  "205 უკრაინელი...