მთავარისიახლეებისაზოგადოებანიკა გვარამია ბოდიშს იხდის „პოსტფაქტუმში“ გასული სიუჟეტის გამო

ნიკა გვარამია ბოდიშს იხდის „პოსტფაქტუმში“ გასული სიუჟეტის გამო

Published on


 ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მჭავედ გააკრიტიკა 2020 წლის 21 ივნისს„მთავარი არხის“ ეთერში გასული სიუჟეტი ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე . ქარტია აღნიშნავს, რომ სიუჟეტში აჩვენეს კადრები პორნოგრაფიული მასალიდან და მიუხედავად იმისა, რომ შეეცადნენ ბავშვთა სახეების დაფარვას, გარკვეული პირებისთვის შესაძლებელი გახდა არასრულწლოვანთა იდენტიფიცირება

ქარტია მიიჩნევს, რომ ბავშვის სახის დაფარვა არ არის საკმარისი, რადგან ხშირად ამოცნობა შესაძლებელია გარემოს აღწერით, ან სხვა დეტალების იდენტიფიცირებითაც, რასაც ადგილი ჰქონდა ამ შემთხვევაში.

„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტფაქტუმში“ გასული სიუჟეტის გამო ბოდიში მოიხადა.

,,ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას. მიუხედავად ავტორის მიერ ყველა ფორმალური მოთხოვნის დაცვისა (ხაზგასმით, ყველა არსებული ფორმალური მოთხოვნის); მიუხედავად აბსოლუტურად და უალტერნატივოდ კეთილშობილური მიზნისა, დაგვეცვა მსხვერპლი ბავშვები და გვეიძულებინა მახინჯი მთავრობა, შეესრულებინა მსხვერპლის დაცვის კონვენციური ვალდებულებები; მიუხედავად ამ ყველაფრისა, „მთავარმა არხმა” დაუშვა მძიმე შეცდომა. იმედია, არა გამოუსწორებელი .ვწუხვარ, და არ ვაპირებ იმის დაწერას, რომ „შეცდომები მოსულა” და რომ „მთავარ არხს“ აბულინგებენ. მადლობა კრიტიკისთვის ყველას, ვინც მოდარაჯე ძაღლის პრინციპით, ცდილობს, რომ ამგვარი შეცდომები მომავალში აღარ დავუშვათ. ჩვენც ძალიან ვეცდებით”, – დაწერა „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე ნიკა გვარამიამ.

სიახლეები

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...

გარდაბანში ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

გარდაბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა, ავარიას ჯამში 8 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა....

„ოპოზიციური ალიანსი“ ასხელებს 6 პირობას “სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“

"ოპოზიციის ალიანსი" იმ 6 ძირითად მოთხოვნას ასახელებს, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების...

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა-ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს  "205 უკრაინელი...