მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ნაციონალური მოძრაობა “ მხარს არ დაუჭერს ანტიკრიზისულ ბიუჯეტს, რადგან თვლის, რომ...

„ნაციონალური მოძრაობა “ მხარს არ დაუჭერს ანტიკრიზისულ ბიუჯეტს, რადგან თვლის, რომ იგი ხალხის ინტერესებს არ ემსახურება

Published on

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა “ აცხადებს, რომ ანტიკრიზისულ ბიუჯეტს მხარს არ უჭერს

. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ბიუჯეტი ხალხის ინტერესებს არ ემსახურება.

„ბიუჯეტი, რომელსაც მთავრობა ანტიკრიზისულ და საგანგებო ბიუჯეტს უწოდებს, სინამდვილეში არის ანტისახალხო და საგანგაშო. ამ ბიუჯეტში არაფერი კეთდება იმ ასობით ათასი დაზარალებული, უმუშევრად დარჩენილი ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებმაც პანდემიის პერიოდში დაკარგეს სამუშაო და რომლებიც დღეს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებიან. 5,5 მილიარდი ლარის სესხის აღებას აპირებს ამ ბიუჯეტისთვის საქართველოს მთავრობა. აქედან პირდაპირი ფინანსური დახმარების სახით, მათი დაპირებით 10% უნდა წარმართულიყო, ამაზე ჩვენ სერიოზული კრიტიკა გამოვთქვით, ვინაიდან ფაქტობრივად ეს იყო ჩვენი მოქალაქეების შიმშილისთვის გაწირვა. დღეს ვხედავთ საოცრებას – ნაცვლად იმისა, რომ 600 ათას ადამიანს პირდაპირი ფინანსური დახმარება გაწეოდა, დღეს მხოლოდ 215 ათასი ადამიანი დაკმაყოფილდა”-აცხადებს გოცირიძე.

მისი შეფასებით, ხელისუფლებამ ხარჯები არ შეამცირა.

„ძველ ბიუჯეტს ფაქტობრივად „ცივ ნიავს” არ აკარებენ. ეს არის მათი არსებობის, კორუფციული ინტერესების წყარო. ბიუჯეტს, რომელიც დღეს შემოვიდა, შეიძლება მას ასევე მკვდარადშობილი ბიუჯეტი ვუწოდოთ. ის აგებულია არასწორ ბაზაზე, ეკონომიკური ზრდის ტემპი -4 %-ია ჩადებული, როდესაც სინამდვილეში უფრო მეტად შემცირდება ეკონომიკა და ეს ბიუჯეტი ერთ თვეში კვლავ თავიდან გადასახედი იქნება. ჩვენ ამ ბიუჯეტს რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერთ. ფრაქციაში დაწვრილებით განვიხილეთ, 100-მდე შენიშვნა გვაქვს. ამიტომ, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ჩვენ ამ ანტისახალხო ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებთ”, – განაცხადა გოცირიძემ.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...