მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ქართველები რაღაც მომენტში ჩემით დაიღალნენ, მაგრამ ახლა ძალიან მაფასებენ და...

მიხეილ სააკაშვილი: ქართველები რაღაც მომენტში ჩემით დაიღალნენ, მაგრამ ახლა ძალიან მაფასებენ და მათგან სიყვარულს ვგრძნობ

Published on

ქართველები რაღაც მომენტში ჩემით დაიღალნენ, მაგრამ ახლა ძალიან მაფასებენ – მე ახლა ვგრძნობ სიყვარულს ქართველებისგან.

იყო ყველაზე დიდი ქართველი მეფე – დავით აღმაშენებელი – მას არ ვედრები, მაგრამ ხუთი საუკუნის განმავლობაში მისი ხსენებაც არ შეიძლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მან ნამდვილად შექმნა ქართული სახელმწიფოებრიობა.

ის ცუდად დაამახსოვრდათ, რადგან დროდადრო ძალიან ხისტი იყო. არც მთლად სტალინი ყოფილა, ან კალიგულა, მაგრამ ხისტი იყო. მასთან შედარებით არავინ ვარ, მაგრამ მგონია, რომ მასზე ბევრად ჩქარა გამიხსენებენ კარგად. ამისთვის მზად უნდა იყო, როდესაც მოძველებული დოგმების წინააღმდეგ მიდიხარ […]

შენ ქვეყანას პროგრესისკენ ექაჩები, მაგრამ ტკივილი ხომ რჩება? ამიტომ, მათ აქვთ განცდა, რომ მათზე იძალადეს. დიახ, მათ ამ მხარეს მოსწონთ და უკან დაბრუნება არ უნდათ, თუმცა ადამიანი, რომელმაც ისინი მეორე ნაპირზე გადაიყვანა, მოსახლეობაში შერეულ გრძნობებს იწევს. ყველაფერი მარტივადაა”– განაცხადა უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა ცნობილ უკრაინელი გორდონთან ინტერვიუში

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...