ალეკო ელისაშვილი ნათელაშვილის ოფისის ეზოსკენ ტალახს ისვრის

0
604

ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილი ოპოზიციური პარტიების ერთობის დატოვების შემდეგ ალეკო ელისაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრ ანა დოლიძესთან და ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატ ლევან კობერიძესთან ერთად პოლიტიკური პლატფორმა შექმნა . ალეკო ელისაშვილიარ გამორიცხავს, რომ სამივემ თბილისში იყაროს კენჭი.

 ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი, გიგი უგულავა ამბობს, რომ სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი, ალეკო ელისაშვილი თბილისში ორ მაჟორიტარულ ოლქს ითხოვდა. 

საუბარია ოპოზიციური პარტიების შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური სუბიექტები თბილისში, ისევე, როგორც სხვა საკვანძო ადგილებში ერთმანეთს კონკურენტ კანდიდატებს არ დაუყენებენ. ალეკო ელისაშვილი ამ შეთანხმებიდან გავიდა. 

“მე ძალიან ვწუხვარ, რომ მისი საუბრის 2/3 ეძღვნება ოპოზიციის ლანძღვას და, ნაკლებად, ქართული ოცნებისას. მას უნდა ესმოდეს, რომ რაც არ უნდა ბევრი ილაპარაკოს ქართული ოცნების მავნებლობაზე, როგორც კი ოპოზიციის ლანძღვას დაიწყებს, მედიის ინტერესიც ამაზე იქნება”. – თქვა გიგი უგულავამ მთავარი არხის ეთერში. 

მისი არჩევანი არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ვაჭრობისგან. ღმერთმა ხელი მოუმართოს, უბრალოდ, საწყენია, რომ საკუთარ ცხვირზე შორს ვერ იყურება ეს ადამიანი”. – ამბობს გიგი უგულავა. 

,,უსინდისო ადამიანია და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ უსინდისო ადამიანებზე დაყრდნობა არ შეიძლება”. – ამბობს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია, ალეკო ელისაშვილზე.

გიგა ბოკერიას თქმით, ალეკო ელისაშვილი კოორდინირების იდეას ბინძური ლექსიკონითა და ბრალდებებით დაუპირისპირდა. .

როგორც ბოკერია განმარტავს, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ელისაშვილი ლევან იოსელიანის კანდიდატურის დაყენებას ითხოვდა, რაზეც ვერ შეთანხმდნენ, – “როცა ვკითხეთ, რომ ლევან იოსელიანმა 5-ჯერ ნაკლები ხმა აიღო, ვიდრე შალვა შავგულიძემ, ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ. შემდეგ გამოვიდა და თქვა, რომ ამ ვაჭრობაში მონაწილეობას არ მივიღებო, თუ ამას ვაჭრობას ეძახის, თავად გვევაჭრებოდა. უწესობა და უსინდისობა ცუდი საქციელია და შემდეგ კამპანიის დაწყება თვითონ ამ იდეის წინააღმდეგ, რასაც კოორდინირება ჰქვია, ეს არის ივანიშვილის დახმარება”. – ამბობს ბოკერია.

“რომ არ მოგვწონს ერთმანეთი ყველამ იცის, მაშინ ერთ პარტიაში ვიქნებოდით, მაგრამ, როდესაც ასეთი უსინდისო ხარ, რომ მოლაპარაკებებში შედიხარ და თუ ვერ მიიღე რაც გინდა, მერე გამოხვალ და დაგმობ ამას როგორც ვაჭრობას და ქართულ პოლიტიკაში ყველაზე წესიერ კაცს, შალვა შავგულიძეს, სამიზნედ ამოიღებ და იძახი, რომ მაგან ხომ წააგო, ყველას წაგებული აქვს, თავადაც წააგო არჩევნები, ეგ რა ტესტია? რატომ გვთავაზობდა 5-ჯერ ნაკლები ხმის მიმცემ კანდიდატს მთაწმინდაზე?” – ამბობს გიგა ბოკერია.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ნინო გოგუაძე ალკო ელისაშვილისა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის კონფლიქტში ალეკო ელისაშვილის გაზრდილმადასადა ამბიციებს ასახაელებს. ,,ორნი იყვნენ პარტიაში: ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი [და ორ ადგილს ითხოვდნენ]. 

უწესობაა, როდესაც პარტიებს ელაპარაკები, თუნდაც შუალედურ არჩევნებში და გინდა მათი მხარდაჭერის მოპოვება, ოღონდ ეუბნები ნაციონალებსაც და ევროპელებსაც: დამიჭირეთ მხარი, ოღონდ არ თქვათ, რომ მხარს მიჭერთ. ეს არის უწესობა, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ.

როდესაც ჩვენ შევედით ევროპულ საქართველოსთან ბლოკში, ბევრს არ მოეწონა, ეს მათი გადასაწყვეტია და მე პატივს ვცემ, მე დარწმუნებული ვარ, ადამიანებმა თუ არ ვიპოვეთ თანამშრომლობისა და ერთმანეთთან მისასვლელი გზები, ისე ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს– ამბობს ნინო გოგუაძე

წინა სტატია„ნაციონალური მოძრაობა “ მხარს არ დაუჭერს ანტიკრიზისულ ბიუჯეტს, რადგან თვლის, რომ იგი ხალხის ინტერესებს არ ემსახურება
შემდეგი სტატიააინტერსებდათ, გვაქვს თუ არა კიდევ სხვა მასალები, რომლებიც ჯერ ეთერით არ გაგვისაჯაროებია – ნოდარ მელაძის გამოკითხვა სუს-ში დასრულდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური