მთავარისიახლეებისაზოგადოებარა არ იცის პრეზიდენტმა და რით ხსნის ომბუდსმენი 19 წლის ახალგაზრდის გიორგი...

რა არ იცის პრეზიდენტმა და რით ხსნის ომბუდსმენი 19 წლის ახალგაზრდის გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიას

Published on

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი19 წლის ფეხბურთელის დაღუპვის ამბავს ეხმაურება და წერს, რომ ქვეყანაში ახალგაზრდებს შორის ერთმანეთის სასიკვდილოდ გამეტება აღარ დასრულდა. ამ თემაზე პოსტი მან საკუთარ ფეისბუქზე გამოაქვეყნა და ოჯახს მიუსამძიმრა.

“ვუსამძიმრებ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და გამოვთქვამ დიდ მწუხარებას. ამ ქვეყანაში რომ აღარ დასრულდა ახალგაზრდათა შორის ერთმანეთის სასიკვდილოდ გამეტება, ეს ჩვენი ქვეყნის დიდი ტრაგედიაა!” — წერს სალომე ზურაბიშვილი.

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიას განცხადება 19 წლის ფეხბურთელის დაღუპვის ამბავთან დაკავშირებით კარგად განმარტავს, რას და რატომ ეწირებიან ახალგაზრდები – მისი თქმით, ამის მიზეზია ის, რომ , რომ ქუჩური გარჩევები დაბრუნდა.

“ძალიან მძიმე მოსასმენია 19 წლის ფეხბურთელის დაღუპვის ამბავი… ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს. სამწუხაროდ, კრიმინალურ მენტალიტეტს, ქუჩურ-უბნურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება. მნიშვნელოვანია გამოძიება დროულად, ობიექტურად და სრულყოფილად წარიმართოს და ყველამ, ვინც შესაძლოა ფლობდეს ინფორმაციას საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების თაობაზე, ითანამშრომლოს გამოძიებასთან”.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...