მთავარიUncategorizedდღეს დილით ბათუმის პორტში ამერიკული სამხედრო გემი შემოვიდა

დღეს დილით ბათუმის პორტში ამერიკული სამხედრო გემი შემოვიდა

Published on

დღეს დილით ბათუმის პორტში შევიდა ამერიკული სამხედრო გემი USS Porter-ი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა Porter-ი საქართველოს სტუმრობს. უსაფრთხოების და სტაბილურობის მხარდასაჭერად ამერიკული გემი ბათუმის აკვატორიაში იმყოფებოდა 2015 და 2019 წლებშიც.

USS Porter-ი მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია და წყალქვეშა ნავების და ბალისტიკური რაკეტების მოგერიება შეუძლია.

გემი აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში მონაწილეობს მრავალმხრივ მისიებში, ხელს უწყობს ევროპაში საზღვაო უსაფრთხოების დაცვას და მხარს უჭერს ნატოს ოპერაციებს და მისიებს.

აშშ-ის საელჩო საქართველოში სიხარულით მიესალმა ბათუმის პორტში ამერიკული გემის, „პორტერის” შესვლას. საელჩო ფეისბუკზე წერს, რომ „ვიზიტის მიზანი საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციებისა და რეგიონული საზღვაო სტაბილურობის გასაძლიერებლად ჩვენს ნატოს წევრ და მოკავშირე ქვეყნებთან ერთად ერთობლივი მზაობისა და საზღვაო შესაძლებლობების განვითარებაა“.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...