მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსმა მესაზღვრეებმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში მცხოვრები ახალგაზრდა დააკავეს

რუსმა მესაზღვრეებმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში მცხოვრები ახალგაზრდა დააკავეს

Published on

რუსმა მესაზღვრეებმა ყვარელში, სოფელ ალმატში მცხოვრები ახალგაზრდა დააკავეს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა 23 წლის დავით ვარდოშვილი და მისი მეზობელი, ლევან ბაწილაშვილი ყადორის მთაზე საქონელს აძოვებდნენ.

ალმატელების თქმით, ბაწილაშვილმა, რომელმაც საფრთხე შენიშნა, გაქცევა მოასწრო, ვარდოშვილი კი ამ დრომდე დაკავებულია და დაღესტნის ტერიტორიაზე იმყოფება.

ადგილობრივები რუსეთის მხრიდან მუდმივ საფრთხეზე საუბრობენ და ამბობენ, რომ თანასოფლელის დროულ გამოშვებაზე ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...