მთავარიUncategorized,,ოცნება'' მხოლოდ მაშინ შეშფოთდა, როცა კონგრესმენების ანგარიში უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს შეეხო და...

,,ოცნება” მხოლოდ მაშინ შეშფოთდა, როცა კონგრესმენების ანგარიში უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს შეეხო და მას ეს არ მოეწონა – ოპოზიცია ლობისტების წერილს ეხმაურება

Published on

ქართული ოცნების მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის წერილს, რომლითაც მათ რესპუბლიკელ კონგრესმენებს მიმართეს ოპოზიცია ეხმაურება.

 “ამ წერილით კიდევ უფრო შეილახაჩვენი ქვეყნის იმიჯი, რაც რაც ძალიან სამწუხარო და დამაზიანებელია როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ჩვენი სტრატეგიული ინტერესებისთვის“ – ასე აფასებს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მაოდგილე სალომე სამადაშვილი ლობისტების წერილს.
„ეს წერილი სახელმწიფოს ინტერესებს არ ეხება, ეს ეხება ივანიშვილის ინტერესებს. ოცნების ლობისტების საქმიანობა რომ სახელმწიფოს ინტერესებს უკავშირდებოდეს, ჯერ კიდევ ამ ანგარიშის მომზადების პირობებში უნდა ემუშავათ მათ იმისთვის, რომ ამ დოკუმენტში ჩვენი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები ასახულიყო. მმართველმა პარტიამ ლობისტების დახმარება მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა დოკუმენტის შინაარსი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს შეეხო და მას ეს არ მოეწონა. ახლა მთელი რესურსები მიმართულია იმისკენ, რომ ბიძინა ივანიშვილზე ჩანაწერი გადაიხედოს“ – აღნიშნავს, სამადაშვილი და დასძენს, რომ მსგავსი ქმედება სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს.

“პარტია ქართული ოცნებაცა და ხელისუფლებაც მილიონობით ლარს ხარჯავს აშშ-ში და ვხედავთ, რომ ამას მხოლოდ და მხოლოდ პერსონა ივანიშვილის სახელის დასაცავად და იმ ფუნდამენტური პრობლემების დასამალად აკეთებს, რაც ქვეყნის შიგნით არის და რასაც ძალიან ცხადად და კარგად ხედავენ ჩვენი პარტნიორები აშშ-ში. 

მწვავე და ფუნდამენტური პრობლემების არსებობის პირობებში სცადო, რომ კონგრესმენებს მოსაზრება ცარიელი ფურცლებითა და ქაღალდებით შეუცვალო, ფუჭი ფლანგვაა, როგორც ფინანსების, ასევე დროის რესურსების. რაც მთავარია, ეს აჩვენებს, რომ ქართულმა ოცნებამ სრულად ამოწურა ხელისუფლებაში ყოფნის რესურსი”. – ამბობს პარტია,,ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე. 


ცნობისთვის, მმართველი პარტიის განცხადება შეერთებული შტატები იუსტიციის სამინსიტროს საერთაშორისო ლობიზმის რეგულირების სააგენტომ გაასააჯაროვა. ეს არის 13 კონგრესმენის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე პასუხი, სადაც ივნიშვილისა და რუსეთის კავშირებზე იყო საუბარი.

სიახლეები

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ რეზოლუცია დაამტკიცა - რეზოლუციას მხარი 68 დეპუტატმა დაუჭირა...

სანამ ვინმე შეწყალებაზე ისაუბრებს, სინანულზე ილაპარაკოს – პაპუაშვილი პოლიტპატიმრებზე

ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რეჟიმის პატიმრების შეწყალების საკითხზე საუბრისას თქვა, რომ "შენდობას წინ...

ავტოსადილერო კომპანიის დირექტორი თაღლითობისთვის დააკავეს

რუსთავში, თაღლითობის ბრალდებით, ერთ-ერთი ავტოსადილერო კომპანიის დირექტორი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ...

ფოთში მატარებლის ვაგონის ავზიდან, 3 000-მდე ლიტრი საწვავი მოიპარეს დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი...