მთავარისიახლეებიპოლიტიკაბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, "ოცნების" ლობისტებმა კონგრესმენებს საპასუხო წერილი მიწერეს

ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, “ოცნების” ლობისტებმა კონგრესმენებს საპასუხო წერილი მიწერეს

Published on

მმართველი პარტიის, ქართული ოცნების ლობისტურმა კომპანიამ, Hogan Lovells-მა 13 ამერიკელ კონგრესმენს უპასუხა. წერილში ნათქვამია, რომ კონგრესმენების ანგარიშში ბიძინა ივანიშვილის ნეგატიურად მოხსენიების გამო ქართული ოცნება შეშფოთებულია.ლობისტების წერილი აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა:

“პარტია ქართული ოცნება შეშფოთებას გამოხატავს მათი ლიდერისა და პარტიის დამფუძნებლისა და ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიმართ უარყოფითი განცხადების გამო. ყველა ეს კომენტარი ყოველგვარი დამადასტურებელი დოკუმენტის დარეშე იყო წარმოდგენილი. ქართული ოცნება აღნიშნავს, რომ მათი მმართველობის დროს, საქართველო, ისტორიაში ყველაზე მეტად დაუახლოვდა დასავლურ ალიანსსა და აშშ-ს”.

ქართულმა ოცნებამ ლობისტურ კომპანია Hogan Lovells-თან თებერვალში, აშშ-ის სენატორებისა და კონგრესმენებისგან კრიტიკული წერილების შემდეგ გააფორმა კონტრაქტი. ხელშეკრულების მიხედვით, პარტია კომპანიას ერთი წლის განმავლობაში თვეში $75 000-ს უხდის.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრების სამუშაო ჯგუფმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელსაც 13 კონგრესმენი აწერს ხელს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანი, “ოლიგარქი” ბიძინა ივანიშვილი რუსეთის პროპაგანდის ნაწილია. იგი პუტინის ახლო მოკავშირეა და ჩართულია საქართველოს დესტაბილიზაციაში რუსეთის სასარგებლოდ.— წერია ანგარიშში.

.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...