ახალგაზრდა ფეხბურთელს გიორგი შაქარაშვილს მეოთხე დღეა უწყვეტ რეჟიმში ეძებენ

0
455

მეოთხე დღეა უწყვეტ რეჟიმში ახალგაზრდა ფეხბურთელს, გიორგი შაქარაშვილს ეძებენ. ოჯახმა ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შსს-ს 19 ივნისს მიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მდინარე არაგვისა და მტკვრის ხეობის მონიტორინგი როგორც ცოცხალი ძალის, ასევე თერმული დრონის საშუალებით. ადგილზე მობილიზებულია 70 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფი – 7 გასაბერი ნავით. საძიებო პროცესში ჩართულია 2 ექოლოტი, რომლებითაც წყლის ფსკერის დათვალიერება ხდება.

20 ივნისს სამძებრო სამუშაოების გამარტივების მიზნით, გადაწყდა ზაჰესის დამბის გახსნა და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვა, რამაც მდინარე არაგვში წყლის დონის დაწევა გამოიწვია.

წინა სტატიაირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პარტიების რეიტინგი ,,დადო” – ,,ერთია 12 – პროცენტიანი, მეორე 3 – პროცენტიანი პარტია, ალბათ ამასაც ვერ შეინარჩუნებენ ოქტომბრამდე”
შემდეგი სტატიაუახლოესი დღეების ამინდი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური