მთავარისიახლეებიპოლიტიკაშს მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა - გახარიას კადრები მიდიან?

შს მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა – გახარიას კადრები მიდიან?

Published on

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან Facebook-ის გვერდზე დაწერა. 

“15-წლიანი მუშაობის შემდეგ დავტოვე საჯარო სამსახური. ასე და ამგვარად”, – დაწერა “ფეისბუქზე” ჯავახაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, Police.ge-ზე მის შესახებ ინფორმაცია უკვე აღარ იძებნება. 

ნინო ჯავახაძე 2016-2017 წლებში ჯავახაძე გიორგი გახარიას მოადგილე იყო, როცა ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2017 წლიდან კი შს მინისტრის მოადგილე გახდა. 

ნინო ჯავახაძე დღემდე ინარჩუნებდა შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას, მიუხედავად იმისა, რომ გახარია პრემიერად დანიშვნის შემდეგ შს სამინისტროში მასთან მწვავედ დაპირისპირებული გომელაური მივიდა. 

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...