ნიკა გვარამია Obozrivatel-ის მიერ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერის ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებს

0
427

ნიკა გვარამია Obozrivatel-ის მიერ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერის ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებს.

საქმე ეხება სააკაშვილის და ადეიშვილის შესაძლო საუბარს გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობის საქმესა და ამის შესახებ ნიკა გვარამიას განცხადებებზე.

ფარულ ჩანაწერში ადეიშვილი ამბობს, რომ გვარამიას უკრაინა არ უნდა ეხსენებინა და რომ ამით ისიც და სააკაშვილიც უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა

“მოვისმინე ეს ფარული ჩანაწერი, მე არ ვიცი, რა ჩავაფლავე, ერთადერთი, შემიძლია გითხრათ – ეს არ არის ჩემთვის ვალიდური წყარო, რომელსაც დავეყრდნობოდი. თქვენ არ შეგეშლებათ, აკინძულია სიტყვასიტყვით ეს ფარული ჩანაწერი, თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით იქ რაღაცები იკითხება. მაგრამ ჯერ ერთი, კანონიერი არ არის და თან, ავთენტური არ არის”, – თქვა გვარამიამ მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოძიებამ მისი გამოკითხვა დაასრულა.

მისივე თქმით, საუბრის ავთენტურობის გადამოწმებას სააკაშვილთან და ადეიშვილთან შეეცდება.

[თუ ავთენტურობა დადასტურდა], ამან ჩემთვის შეიძლება შეხედულებების მცირე კორექცია გამოიწვიოს, სხვა არაფერი”. განაცხადა ნიკა გვარამიამ

წინა სტატიაშს მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა – გახარიას კადრები მიდიან?
შემდეგი სტატია,,გიორგი გახარია იმსახურებს, რომ ქართული ოცნების სიის პირველი ნომერი იყოს” – არჩილ თალაკვაძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური