მთავარისიახლეებისაზოგადოებაის, რაც გიორგი გახარიასთვის მეორეხარისხოვანია - ბავშვი, რომელსაც უსამართლოდ ესროლეს და...

ის, რაც გიორგი გახარიასთვის მეორეხარისხოვანია – ბავშვი, რომელსაც უსამართლოდ ესროლეს და ეძებს სამართალს

Published on

“გავრილოვის” სისხლიან ღამეს მძიმედ დაშავებული მაკო გომური, სისხლიანი ანგარიშსწორების წლისთავზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

“ვინ გახდა მაკო 20 ივნისის შემდეგ?

“ეს ის გოგოა, აი რუსთაველზე რომ თვალი ამოსთხარეს”
გავლისას უკან გამოყოლებული ფრაზა.

იცით,რა ცუდი მოსასმენია?
არა არ იცით, მარტო იმათმა ვიცით, ვისაც რუსთაველზე თვალი ამოგვთხარეს.

და რის გამო?
ან ვის გამო?
ან ვინ?
ან რატომ?
რას ვუშავებდი?
რას ვაშავებდი?

კითხვები,მხოლოდ კითხვები.
პასუხების გარეშე.
კითხვები,რომელიც გჭამს, ტვინს გიჭამს, ქაოსს ქმნის.
ქაოსს, რომელსაც 1 წელია ვერ დავაღწიე თავი.

გარეთ ასეთი ვარ – ლაღი,კარგი,მხიარული,ათასი და კიდევ ათიათასი სისულელე.

სინამდვილეში, ყოველთვის დიდი ქაოსია თავში,გონებაში.
რადგან უსამართლობაა ყოველ ფეხის ნაბიჯზე.
რადგან ზოგჯერ შენი არ ესმით და გინდა გააგებინო.
რადგან გინდა იყვირო, ისე იყვირო,როგორც ტყვიის მოხვედრისას დავიყვირე,როგორც 2 დღის უკან ფეიერვერკის გასროლისას დავიყვირე, შემეშინდა და ძალიან დავიყვირე.

ხო, 20 ივნისის შემდეგ ბევრი შიში გაჩნდა.
ზოგჯერ პარლამენტთან მექანიკურად სწრაფად ჩავივლი ხოლმე.

გასროლის ან შეჯახების ხმის დროს ვიმალები.

როდესაც ვინმე მაკვირდება,მასაც ვემალები ხოლმე.

არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს.

შენ ძლიერი ხარ
სადაც აქამდე მოხვედი, ცოტაც რა
დაიკიდე რას გეტყვიან

ხო,აქამდე მოვედი,ზუსტად ვიცი ბოლოშიც გავალ,ისიც ვიცი,ბოლო უჯრედიდან გამოვიღებ ძალას.

ხალხი?

მათიც მესმის, დაღლილია, დათრგუნულია, ვეღარ იგებენ ვინ მართალია,რომელია სწორი გზა და ა.შ.

იმ ქალისაც მესმის,პარლამენტის წინ ბლოგის ჩაწერის დროს “ნაციონალისტი” რომ მეძახა.
შეიძლება, ჩვენი ბრალიცაა.
საკმარისად ვერ ვაჩვენეთ,ვერ დავანახეთ ხალხს სიმართლე და სწორი გზა,არ ვიცი.

უბრალოდ გული მწყდება,როდესაც უსამართლოდ ჩემსკენ გამოსროლილ სიტყვებს ვიგებ.
რადგან ასე არაა.
და ამის ყვირილიც მინდა ზოგჯერ,რომ არავისტი არ ვარ.
მე ვარ 19 წლის ბავშვი,რომელსაც უსამართლოდ ესროლეს და ეძებს სამართალს.
რადაც არ უნდა დამიჯდეს ვიპოვი”- წერს მაკო გომური.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...