მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,გიორგი გახარია იმსახურებს, რომ ქართული ოცნების სიის პირველი ნომერი იყოს'' - არჩილ...

,,გიორგი გახარია იმსახურებს, რომ ქართული ოცნების სიის პირველი ნომერი იყოს” – არჩილ თალაკვაძე

Published on

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ფიქრობს, რომ პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ქართული ოცნების სიის პირველ ნომრად დასახელებას იმსახურებს. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა უნდა მიიღოს. 

“მე ვფიქრობ, ის [გიორგი გახარია] იმსახურებს რომ ქართული ოცნების სიის პირველი ნომერი იყოს, თუმცა გადაწყვეტილება არის გუნდის მისაღები და ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ივლის-აგვისტოში გავახმოვანებთ, მას შემდეგ, რაც სიის ფორმირება დასრულდება” – ამბობს თალაკვაძე. 

კითხვაზე, რა აძლევს ამის თქმის საფუძველს 20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე, თალაკვაძე პასუხობს:

“ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან რთულ მომენტში, პრაქტიკულად, ეგზისტენციური გამოწვევის წინაშე იდგა ქვეყანა, ეს არის კოვიდ 19, ეს არის პანდემია, მან უზრუნველყო პროცესების ეფექტური მართვა, ყველა სტრუქტურის ჩართულობა, კოორდინაცია, მან უზრუნველყო ის, რომ ქვეყანაში მოხდა ვირუსის გავრცელების შეკავება და ქვეყანამ დროულად შეძლო დაბრუნდებოდა ისეთ ამოცანებს, როგორიც არის ეკონომიკის სტაბილიზაცია და მისი აღდგენა”

ჟურნალისტის კითხვაზე, გახარია, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი 20 ივნისის ღამის შემდეგ იმსახურებს თუ არა საარჩევნო სიის პირველ ნომრად დასახელებას, თალაკვაძე ამბობს, რომ ამ კითხვაზე ერთი და იგივე პასუხი ექნება, წლების შემდეგაც. 

“როდესაც სახეზე იყო შეტევა კონსტიტუციურ ინსტიტუტზე და სახეზე იყო ორსაათიანი ძალადობა პოლიციელებზე, პოლიციამ და შსს-მ იმოქმედეს ადეკვატურად. შესაბამისად, მაშინ მინისტრმა და სამინისტრომ იმოქმედეს იმ ფარგლებში, როცა მათ უნდა შეესრულებინათ კონსტიტუციითა და კანონით დაკისრებული ვალდებულება”,- ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე. 

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...