მთავარისიახლეებიპოლიტიკააფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი 22-24 ივნისს მდინარე ენგურზე ე.წ. საზღვარს გახსნის

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი 22-24 ივნისს მდინარე ენგურზე ე.წ. საზღვარს გახსნის

Published on

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება 22-დან 24 ივნისამდე ე.წ. ჰუმანიტარულ კორიდორს უზრუნველყოფს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილი მოქალაქეებისა და აფხაზეთში მცხოვრები ადამიანების დასაბრუნებლად. ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ენგურის ე.წ. საკონტროლო გამშვებ პუნქტზე გადასვლა შესაძლებელი იქნება 09:00-დან 19:00 საათამდე.

მათივე ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასული ყველა ადამიანი ვალდებული იქნება გაიაროს სამედიცინო-სანიტარული კონტროლი.

აფხაზურმა მხარემ ე.წ. საზღვარი მდინარე ენგურზე 1-ელი ივნისიდან ჩაკეტა.

სიახლეები

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...

გარდაბანში ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

გარდაბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა, ავარიას ჯამში 8 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა....

„ოპოზიციური ალიანსი“ ასხელებს 6 პირობას “სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“

"ოპოზიციის ალიანსი" იმ 6 ძირითად მოთხოვნას ასახელებს, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების...

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა-ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს  "205 უკრაინელი...