,,უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს არის არა სახელების და გვარების ცვლილება, არამედ სისტემური ცვლილება” – ლაპარაკობენ ოპოზიციის კანდიდატები

0
397

გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები წარადგინა. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ვაკეში ელენე ხოშტარი იქნება, გლდანში ნიკა მელია, ისანში გიორგი ვაშაძე, სამგორში ლევან ხაბეიშვილი, მთაწმინდაზე შალვა შავგულიძე, ნაძალადევში კი შალვა ნათელაშვილი

,,ამ არჩევნებში ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ საქართველო არ იმსახურებს ოლიგარქიულ მმართველობას და ასევე, უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს არის არა სახელების და გვარების ცვლილება, არამედ სისტემური ცვლილება, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ.

„ძალიან საპასუხისმგებლო ბრძოლის ეტაპზე გადავდივართ და თბილისში ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის მოპოვება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ის ერთობა, რომელიც არის აქ და რომელიც შეძლეს პოლიტიკურმა ძალებმა, არის ის საზოგადოებრივი დაკვეთა, რის გარეშეც შეუძლებელია ჩვენს ქვეყანაში ცვლილებების მოტანა. ამ არჩევნებში ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ საქართველო არ იმსახურებს ოლიგარქიულ მმართველობას და ასევე, უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს არის არა სახელების და გვარების ცვლილება, არამედ სისტემური ცვლილება. სისტემური ცვლილება, სადაც სასამართლო არ იქნება დამორჩილებული პოლიტიკურ დაკვეთებს, სადაც პოლიცია არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული და სადაც ადამიანები იგრძნობენ ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ერთიანობით ჩვენ ამაში ჩვენს თანამოქალაქეებს დავარწმუნებთ და „ქართული ოცნების“ მმართველობა დასრულდება”, – განაცხადა ხოშტარიამ.

იმ კანდიდატებიდან, რაც დასახელებულია, მეც მზად ვარ, რადგან საერთო გადაწყვეტილებაა ეს და ყველას მოსაზრებაა, ავიღო ეს პასუხისმგებლობა ჩემს თავზე. მაჟორიტარული ოლქი მარტივი არ არის, მაგრამ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ მაქსიმალურად იმისთვის, რომ ხალხმა გაიმარჯვოს საბოლოო ჯამში, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ  ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ჩვენი მთავარი გამარჯვება იქნება 31 ოქტომბერს, როცა ამ მავნებლებს მოვაცილებთ საქართველოს, რომელთაც მიტაცებული აქვთ ხელისუფლება. ჩვენ დღეს ვდგამთ ძალიან დიდ ნაბიჯს წინ. ცოტა ვანერვიულეთ ჩვენი მხარდამჭერები, მაგრამ საღმა აზრმა გაიმარჯვა. იცით რამ გაიმარჯვა? ყველამ დავსვით კითვა – რა უნდა ხალხს? ხალხს უნდა ოპოზიციის თანამშრომლობა, ოპოზიციის ერთიანობა, ოპოზიციის კონსოლიდაცია იმისათვის, რომ გამოვტაცოთ მიტაცებული ხელისუფლება ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ და ქვეყანამ დაიწყოს აღმშენებლობის პროცესი. აქედან გამომდინარე, იმ კანდიდატებიდან, რაც დასახელებულია, მეც მზად ვარ, რადგან საერთო გადაწყვეტილებაა ეს და ყველას მოსაზრებაა, ავიღო ეს პასუხისმგებლობა ჩემს თავზე. მაჟორიტარული ოლქი მარტივი არ არის, მაგრამ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ მაქსიმალურად იმისთვის, რომ ხალხმა გაიმარჯვოს საბოლოო ჯამში“, – განაცხადა ვაშაძემ.

შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომელიც ოპოზიციის ნაწილმა მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატად წარადგინა, კოლეგებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს ამ ნდობისთვის, იმავდროულად, რა თქმა უნდა, მეც და თითოეული ჩვენგანი ვგრძნობთ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელსაც ვიღებთ ამ ბრძოლაში. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და გასატარებლად და იმ ხელისუფლების ქვეყნის მართვისგან ჩამოსაცილებლად, რომელიც ემსახურება არა ჩვენი ქვეყნის, არამედ ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის ინტერესებს. ჩვენ ამას შევძლებთ ერთად”, – განაცხადა შავგულიძემ.

წინა სტატიაოპოზიცია თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატებზე შეთანხმდა
შემდეგი სტატიაპირბადის საჭიროება და მისი მოხმარების წესები [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური