მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიციური პარტიები თბილისის ოლქებში ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებს დღეს დაასახელებენ

ოპოზიციური პარტიები თბილისის ოლქებში ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებს დღეს დაასახელებენ

Published on

ოპოზიციური პარტიები თბილისის ოლქებში ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებს დღეს დაასახელებენ. კანდიდატების წარდგენა 12:00 საათზე, „ლეობორისტული პარტიის“ ოფისში მოხდება.

მაჟორიტარი კანდიდატების ოფიციალურად დასახელებამდე ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციური პარტიები დედაქალაქის ოლქებში შემდეგი კანდიდატების წარდგენას გეგმავენ: მთაწმინდა – შალვა შავგულიძე; სამგორი – ლევან ხაბეიშვილი ან ზაალ უდუმაშვილი; ვაკე – ელენე ხოშტარია; გლდანი – ნიკა მელია; ისანი – გიორგი ვაშაძე, ნაძალადევი – შალვა ნათელაშვილი.

ოპოზიციურ გაერთიანებაში არ შედის პარტია „ლელო“, რომელიც კანდიდატების დასახელებას დამოუკიდებლად გეგმავს.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...