მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა მელია: ,,საქართველოში ჯერაც გავრილოვის ღამეა, მაგრამ ეს ბნელი ღამე ამ წლის...

ნიკა მელია: ,,საქართველოში ჯერაც გავრილოვის ღამეა, მაგრამ ეს ბნელი ღამე ამ წლის ბოლოს აუცილებლად დასრულდება”

Published on

ერთი წელი გავიდა გავრილოვის ღამიდან. იმ ღამიდან, რომელ ღამესაც ყველა მხარემ რაღაც დაამტკიცა – ქართველმა ხალხმაც, ოკუპანტმაც და ოკუპანტის მსახურმაც – ასე ეხმაურება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელი ნიკა მელია 20 ივნისის სისხლიან ღამეს.

“ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ არასოდეს იღლება თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის ბრძოლით. იმ დღეს, ყველა თაობა ერთად ადგა, გამოვიდა ქუჩაში და დადგა ღირსების, თავისუფლების სადარაჯოზე.

20 ივნისამდე რატომღაც გვესმოდა, რომ ჩვენს ახალგაზრდობას არ აღელვებს ქვეყნის ბედი, ოკუპაცია და ა.შ. ქართველმა ახალგაზრდობამ საბოლოდ დაამსხვრია ეს მითი და აჩვენა კლასი – კლასი შეურიგებლობის, უდრეკობის და უკომპრომისო ბრძოლის.

20 ივნისამდე რატომღაც გვესმოდა, რომ ხალხი ქუჩაში აღარ გამოდის, რომ გვიჭირს ერთიანობა და ა.შ. გავრილოვის ღამეს კი ხალხმა დაამტკიცა, რომ როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, ქუჩაშიც გამოდის და ერთ მუშტად შეკრული, ერთსულოვნად იცავს კიდეც ქვეყნის, ერის ღირსებას, თავისუფლებას.

ერთი წელი გავიდა გავრილოვის ღამის შემდეგ. რეალურად კი, ქვეყანაში ჯერაც გავრილოვის ღამეა, ჯერაც არ გათენებულა! დიახ, ჯერაც გავრილოვის ღამეა, რადგან ხალხის უმოწყალოდ დარბევის, თვალების დათხრის ბრძანების გამცემი არხეინადაა.

უკანონო და სამარცხვინო ბრძანების ერთი შემსრულებელი გახარია ხალხის მძაფრი პროტესტის მიუხედავად დააწინაურეს კიდეც, მეორე შემსრულებელს ჩუბინიძეს არათუ სამართლებრივად, მორალურადაც არ უგია პასუხი – თვალთხარიადაც არ იხსენიება.ჯერაც გავრილოვის ღამეა, მაგრამ ამ წლის ბოლოს აუცილებლად დასრულდება ეს ბნელი ღამე. – ამბობს ნიკა მელია

სიახლეები

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...

გარდაბანში ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

გარდაბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა, ავარიას ჯამში 8 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა....

„ოპოზიციური ალიანსი“ ასხელებს 6 პირობას “სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“

"ოპოზიციის ალიანსი" იმ 6 ძირითად მოთხოვნას ასახელებს, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების...

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა-ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს  "205 უკრაინელი...