მთავარიUncategorizedკონგრესმენი მარკუეინ მალინი აშშ-ში საქართველოს ელჩს დავით ბაქრაძეს ტყუილში...

კონგრესმენი მარკუეინ მალინი აშშ-ში საქართველოს ელჩს დავით ბაქრაძეს ტყუილში ამხელს

Published on

რესპუბლიკელი კონგრესმენი მარკუეინ მალინი აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის განცხადებას ტყუილს უწოდებს. 

რესპუბლიკური პარტიის შემსწავლელი ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ, სადაც ეწერა, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პუტინის უახლოესი მოკავშირეა, დავით ბაქრაძემ თქვა, რომ დოკუმენტზე ხელის მომწერთა ნახევარი არ იცნობს ან არ იზიარებს აბზაცს, რომელიც ივანიშვილს ეხება. 

“ვნახე ქართულ პრესაში ეს სტატია რესპუბლიკური პარტიის შემსწავლელი კომიტეტის მიერ შექმნილ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ. შეცდომას ნუ დაუშვებთ, ეს ტყუილია. მე და ჩემი კოლეგები რესპუბლიკური პარტიის შემსწავლელ კომიტეტში თავისუფლების დამცველები ვართ და არ შევდრკებით პუტინის მოკავშირეების წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის არც საქართველოში”, – წერს მალინი Twitter-ზე.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...