მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის მერის წინააღმდეგ სუს-ი გამოძიების დაწყებას არ აპირებს

ზუგდიდის მერის წინააღმდეგ სუს-ი გამოძიების დაწყებას არ აპირებს

Published on

დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე. უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ საქმეზე დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა და აქედან გამომდინარე, ძიება შეწყდა.  საქმე ეხება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ანა წითლიძის საჩივარს. ცნობისთვის, ანა წითლიძემ პროკურატურაში შენგელიას წინააღმდეგ განცხადება 2 ივნისს შეიტანა. წითლიძემ პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა, სადაც ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტსა და კომპანია m2- ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება კორუფციულ ნიშნებს შეიცავდა.

“სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზუგდიდის მერიიდან დოკუმნეტაცია შესწავლის მიზნით გამოითხოვა. შესწავლის შედეგად, საქმეში დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა, რის გამოც გამოძიება არ დაიწყო”, – აცხადებენ უწყებაში.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...