ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს კორონავირუსი დაუდასტურდა

0
403

ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ყაზახეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის პრესსპიკერ აიდოს უკიბაიზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი თვითიზოლაციაში იმყოფება. სამწუხაროდ, კორონავირუსზე ტესტი დადებითი აღმოჩნდა. შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. ნურსულთან ნაზარბაევი მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს,“- წერს პრესსპიკერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, ყაზახეთში კორონავირუსის 15 877 შემთხევაა დადასტურებული, დაღუპულია 97 ადამიანი.

წინა სტატიასაქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიავინ აფინანსებს ანა დოლიძის ორგანიზაციას და რატომ არღვევს კანონს,რომლის თანახმად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური