მთავარისიახლეებიეკონომიკაფოთში ტანსაცმლის ბაზრობაზე დილით მისულ მოვაჭრეებს ბაზრობის შესასვლელი კარი დაკეტილი დახვდა

ფოთში ტანსაცმლის ბაზრობაზე დილით მისულ მოვაჭრეებს ბაზრობის შესასვლელი კარი დაკეტილი დახვდა

Published on

ფოთში ტანსაცმლის ბაზრობაზე ხმაური იყო. დილით მისულ მოვაჭრეებს ბაზრობის შესასვლელი კარი დაკეტილი დახვდათ. მათი განცხადებით, ბაზრის ადმინისტრაციამ ამის მიზეზად უსაფრთხოების ნორმების დარღვევა დაასახელა. მათივე თქმით, ტანსაცმლის ბაზრობამდე მისასვლელი გზა გარემოვაჭრეებს აქვთ ჩახერგილი და შესაბამისმა სამსახურმა ეს საკითხი უნდა მოაგვაროს.

,,აქ სამი წლის წინ იყო ხანძარი, იგივე რომ განმეორდეს დაცული არ ვართ, სახანძროს მანქანა ვერ შემოვა, რადგან ამას ხელს უშლიან გარემოვაჭრეები, გარე პერიმეტრზე განთავსებული მაღაზიები. ჩვენამდე მოსასვლელი გზა ჩახერგილია. მერია ამ საკითხს ვერ აგვარებს და მეპატრონე ამბობს, რომ ის ტერიტორია უნდა გათავისუფლდეს. მერიის კომპანტეციაში თუ არ შედის ის, რომ ვიღაცეები გაყარონ, ან ჯარიმები დაუწესონ, არ ვიცი. თუ ჩვენი გაყრა უნდათ, პირდაპირ გვითხრან“, – განაცხადა მოვაჭრე შორენა თვალთვაძემ.

ბაზრის დირექციაში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ტანსაცმლის ბაზრობამდე სახანძრო თუ სხვა ტექნიკის მიყვანა ჩახერგილი გზის გამო შეუძლებელი იქნება. მათივე თქმით, ვიდრე მერიის შესამაბისი სამსახურები პრობლემას არ მოაგვარებენ, მოვაჭრეებმა სამუშაო პროცესი არ უნდა განაახლონ.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...