მოვაჭრეების ხმაურიანი შეკრება ვარკეთილში, დამწვარი ბაზრობის შესასვლელთან

0
439

დილიდან ვარკეთილში, ბაზრობაზე მოვაჭრეები შეიკრიბნენ და გადარჩენილი პროდუქციის ნახვის მიზნით, შიდა ტერიტორიაზე შეშვებასდა ადგილზე მერის მისვლას ითხოვენ.

დაზარალებულებს არ მოსწონთ ბაზრობის ადმინისტრაციის შეთავაზება, რომ თუ წარმოადგენენ საბუთებს, ერთ კვადრატულ მეტრზე მიიღებენ ხუთასლარიან დახმარებას. მოვაჭრეების თქმით, ეს თანხები ვერ დაფარავს იმ ფინანსურ ვალდებულებებს, ამასთან , 99 პროცენტს მოთხოვნილი საბუთი არ აქვს.

მოვაჭრეები მთავრობას ერთდღიან ვადას აძლევენ და მოითხოვენ დღის ბოლომდე კონკრეტული ინიციატივა იყოს შეთავაზებული. ასევე მსგავსი მოთხოვნა არის ბაზრის ადმინისტრაციისადმი. ისინი აპირებენ სამართლებრივ დავას და არ გამორიცხავენ მერიასთან აქციის გამართვასაც.

წინა სტატია20 ივნისის კონტრაქციისთვის ხელისუფლება ხალხს რეგიონებში აგროვებს
შემდეგი სტატიაფოთში ტანსაცმლის ბაზრობაზე დილით მისულ მოვაჭრეებს ბაზრობის შესასვლელი კარი დაკეტილი დახვდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური