მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ლელომ'' შესაძლოა რამდენიმე ოლქში, ოპოზიციის სასარგებლოდ, მაჟორიტარობის კანდიდატი არ დააყენოს

,,ლელომ” შესაძლოა რამდენიმე ოლქში, ოპოზიციის სასარგებლოდ, მაჟორიტარობის კანდიდატი არ დააყენოს

Published on

არ არის გამორიცხული ,,ლელომ” რამდენიმე ოლქში, ოპოზიციის სასარგებლოდ, მაჟორიტარობის კანდიდატი არ დააყენოს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “შუადღის სტუდიაში” განაცხადა, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, ვის დააყენებს კანდიდატებად გაერთიანებული ოპოზიცია.

,, 8 მარტის შეთანხმების შემდეგ, როცა მნიშვნელოვნად შეიცვალა ბალანსი პროპორციულ და მაჟორიტარულ მანდატებს შორის, ჩვენ ვთქვით, რომ ვემზადებით 30-ვე ოლქში მაჟორიტარების დასასახელებლად, თუმცა იმ დროს, როდესაც უკვე ოფიციალურად წარდგენის დრო მოვა, ჩვენ შესაძლოა, რამდენიმე ოლქში გავითვალისწინოთ კონკრეტული კანდიდატების ვინაობა, რაობა, შანსები და რამდენიმე ოლქში არ დავასახელოთ ჩვენი კანდიდატები იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი შანსები და გავაძლიეროთ ზოგადად ოპოზიციის შანსებიც.

ეს დამოკიდებული იქნება იმ კონფიგურაციასა და კონკრეტულ კანდიდატებზე, კონკრეტულ ოლქში შექმნილ ვითარებაზე.

ჩვენ არც იმის ილუზია გვაქვს, რომ  რომ 30-ვე ოლქში გვეყოლება „გამარჯვების კანდიდატი“, ეს შეუძლებელია, არც ერთი პარტიას არ უნდა ჰქონდეს ასეთი ილუზია, თუ მას სუს-ი, კუდ-ი და მილიარდები არ უმაგრებს ზურგს”, – განაცხადა უსუფაშვილმა.- განაცხადა უსუფაშვილმა.


სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...