,,კადიროვის განცხადება არის ტერორისტის განცხადება, საქართველოს ხელისუფლებამ ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს უნდა მიმართოს” – რომან გოცირიძე

0
416

 საპარლამენტო ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებთ კადიროვის განცხადებას გამოეხმაურა.

რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს უნდა მიმართოს.

“კადიროვის განცხადება არის თავხედური განცხადება. ეს არის ტერორისტის განცხადება, რომელიც ტერორისტის ენით ბაქიბუქობს და ამბობს, რომ მას რომ დაეგეგმა ეს, კიდეც შეასრულებდა და კიდეც შეუსრულებია. როცა ასეთ განცხადებას აკეთებს პუტინის მთავარი მეკავშირე კავკასიაში და მისი ქვეშევრდომი, სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი და ღირსების მქონე სახელმწიფო, ვგულისხმობ საქართველოს ხელისუფლებას, გასცემდა საკადრის პასუხს რუსეთის ფედერაციას და პირადად პუტინს, დაიცავდა საკუთარ მოქალაქეს და საკუთარი ქვეყნის ღირსებას. საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იყოს ჩაყენებული საქმის კურსში და მას უნდა მიეცეს სერიოზული რეაქცია, ვინაიდან რუსეთი გეგმავდა საქართველოში ტერორისტულ აქტს, ეს არის ფაქტი, რომელსაც ადასტურებს ასევე, საქართველოს სპეცსამსახურები და შესაბამისი პოლიტიკური განცხადება უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ შესაბამის ტონალობაში. ხმამაღლა უნდა მიმართონ საერთაშორისო თანამეგობრობას, პარტნიორ ქვეყნებს, რომ დაუდგნენ გვერდში საქართველოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ,”- განაცხადა რომან გოცირიძემ

მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს დამნაშავედ გამოიყვანოს ოპოზიცია.

“მათი ყურმოჭრილი ექსპერტები უკვე მინიშნებებს აკეთებენ, მაგრამ “ქართული ოცნების” წარმომადგენელთა განცხადებებიდან ერთი ნაბიჯია დარჩენილი, რომ თქვან, რომ ამას გეგმავდა “ნაციონალური მოძრაობა”. უკრაინას ახსენებენ ეშმაკურად – უკრაინა, უკრაინა – ახლა იტყვიან, რომ ამას გეგმავდა მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციასთან ერთად,”- განაცხადა რომან გოცირიძემ

ცნობისათვის, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა სულელური უწოდა განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი დაკვეთით თავს უნდა დასხმოდნენ ქართველ ჟურნალისტს. “გიორგი გაბუნიამ, როგორც ადრე ვამბობდი, ჯობს დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს მომხდარისთვის. მან შეურაცხყო არა ერთი ადამიანი, არამედ ყველა რუსი. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღონ ზომები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მოქალაქის ხელახალ აღზრდას“, – წერს კადიროვი სოციალურ ქსელ ტელეგრამში.

წინა სტატიარამზან კადიროვი: “ბატონებო, მერწმუნეთ, თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი ბრძანებით, ის მას შეასრულებს. ხოლო, თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ და, მითუმეტეს, უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყანა, ამის შესახებ ვერ გაიგებს”
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: ,,ის, რაც 20 ივნისს მოხდა, მუდმივი ტვირთი იქნება ყველასთვის, ჩემთვის პირველ რიგში, მაგრამ გაკვეთილი და პოლიტიკური შედეგი უნდა იყოს ის, რომ აღარ განმეორდეს”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური