ქვეყნის უმაღლესი პირები გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეს ეხმაურებიან

0
375

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში აღკვეთილია “უმძიმესი დანაშაული”. ამით ის მთავარი არხის ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეს, პირველი არხის ეთერში ინტერვიუს დროს გამოეხმაურა.

პრემიერის თქმითვე, მთავრობისა და სამართალდამცავების მოვალეობაა, ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმის სწრაფი გამოძიება და ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება:

“ბევრი მარჩიელობა ხდება ამ თემაზე. ფაქტი, რაც გვაქვს: თითოეული ჩვენი, მთავრობის წევრის, სამართალდამცავი სისტემის მოვალეობაა, ჩვენი მოქალაქის, განსაკუთრებით ცნობილი ჟურნალისტის წინააღმდეგ დანაშაული იყოს მაქსიმალურად სწრაფ დროში გამოძიებული და ეს ინფორმაცია ღიად უნდა მიეწოდოს ჩვენს მოქალაქეებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენ კარგად გვესმის, ასეთ მძიმე შემთხვევებს კი არა, ბევრ მარტივ შემთხვევას ჩვენთან მოჰყვება უამრავი სპეკულირება.

ყველა შეეცდება ამ საკითხის გამოყენებას თავისი ვიწყო, პოლიტიკური კორპორატიული ინტერესებიდან. თითოეული სიტყვა შესაძლოა ზიანი მოაყენოს გამძიებას. ჩვენი ამოცანააა გვქონდეს სრული სურათი. უნდა დავმშვიდდეთ და მივცეთ შესაძლებლობა გამოძიების. ამის შემდეგ გავაკეთებთ შეფასებებს. სხვა ყველაფერს პოლიტიკური იერსახე დასდევს”.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს არის “ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული კრიმინალური და პროვოკაციული ქმედება”.

“ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, ეპიდემიასთან ეფექტიანი ბრძოლა და შეუქცევადი დემოკრატიული განვითარება ბევრს შეიძლება აღიზიანებს, თუმცა ასეთი დესტრუქციული მიზანი ვერ იქნა რეალიზებული. დესტაბილიზაციის ნაცვლად, საქართველომ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გააჩნია სტაბილურობის დაცვის ბერკეტები, რომ წინ აღუდგება პროვოკაციებს და მშვიდობიანად გაივლის გზას მომავალ არჩევნებამდე.

მე, როგორც საქართველოში ადამიანის უფლებების, სიცოცხლის დაცვისა და სახელმწიფოს სტაბილურობის დაცვის ერთ-ერთი გარანტი, ვამაყობ, რომ ჩვენმა სახელმწოფო უწყებებმა უზრუნველყვეს ყოველივე ამის ხელშეუხებლობა”. წერს პრეზიდენტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე

.

წინა სტატიათბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩამოწყდა – არიან დაშავებულები
შემდეგი სტატიასაქართველოში 24 საათში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 7-ით გაიზარდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური