მთავარისიახლეებიპოლიტიკაინგა გრიგოლია: ტვ პირველის მიმართ „დიდი შტურმია. გვიტევს ხელისუფლება, ტროლები, ბოტები, მეფის...

ინგა გრიგოლია: ტვ პირველის მიმართ „დიდი შტურმია. გვიტევს ხელისუფლება, ტროლები, ბოტები, მეფის კარის კლოუნები“

Published on

“ტვ პირველის” ჟურნალისტის ინგა გრილოგიას განცხადებით არხიდან კოლეგების წასვლის მიუხედავად ტვ პირველში რჩება, გულისწყვეტის მიუხედავად, ის წარმატებებს უსურვებს კოლეგებს სხვა არხზე.

„მე არსად ვაპირებ აქედან წასვლას. „ტვ პირველია“ ჩემი ყველაზე საყვარელი ტელევიზია, რომლის თავისუფლების მსგავსიც სხვა არხი იშვიათად მინახავს… ძალიან მწყდება გული აქედან წასულ ჩემს კოლეგებზე, ძალიან მწყდება დიანაზე, ჟიჟიზე, ვახოზე .. მთელი გულით ვუსურვებ აქედან წასულ ჩემს კოლეგებს წარმეტებას სხვა არხებზე“.

ინგა გრიგოლიას განცხადებით, სივრცეში, სადაც ის არის არ შეზღუდულა არც ერთ ჟურნალისტის თავისუფლება, არავიც მოუთხოვია თემის ან რესპონდენტის შეთანმება ან „მფლობელის ინტერსეზე მუშაობა“.

მისივე სიტყვებით, ბოლო პერიოდში „დიდი შტურმია“ არხის მიმართ, „გვიტევს ხელისუფლება, ტროლები, ბოტები, მეფის კარის კლოუნები“ მაგრამ, ინგა გრიგოლიას სიტყვებით ვერ შეაშინებენ, მეტიც „ამ ტელევიზიის ხიბლი არის თავისუფლება“ .

„რაც შეეხება ხელისუფლების ბოიკოტს, რომელიც თითქოს ახლა დაიწყო, არხზე ახალი ადამიანების გადმოსვლის შემდეგ, არა მეგობრებო, ბოიკოტი დაიწყო ბევრად უდრო ადრე და ნუ დავაბრალებთ “ტვ პირველის” ახალ თანამშრომლებს“,- აცხადებს ინგა გროლია.

მისი თქმით, არ აღელვებს მოსწონს თუ არა იგი ოპოზიციას ან ხელისუფლებას, აპირებს თავისი საქმის გაგრძელებას და პოლიტიკური ტოქ შოუ „რეაქციას“ ყოველ დღე გავა ეთერში.

6 ივნისს ინგა გრიგოლიამ “ტვ პირველში” დირექტორის თანამდებობა დატოვა. ამ თანამდებობაზე ის გასული წლის ოქტომბრიდან მუშაობდა.

15 ივნისს “ტვ პირველიდან”  წავიდა ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე. ტრაპაიძის წასვლამდე არხი ნინო ჟიჟილაშვილმა, ვახო სანაიამ და “პოლიტმეტრის” გუნდმა – ჟურნალისტემა და პროდიუსერებმა დატოვეს.

ყველა ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა არხზე მთავარ პროდიუსერად “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის, ნოდარ მელაძის დანიშვნა. მელაძის მისვლამდე ჟიჟილაშვილი იყო საინფორმაციო სამსახურის უფროსი, რომელიც საქმეს არხზე მელაძის მისვლის შემდეგ “ხელმძღვანელობასთან ხედვების ვერდამთხვევის” გამო ჩამოშორდა.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...