მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძე: ,,ოცნებისტების“ მთავრობის შედეგად ჩვენ სახელმწიფო აღარ გვაქვს - ხელისუფლების გამოძიებისადმი...

გრიგოლ ვაშაძე: ,,ოცნებისტების“ მთავრობის შედეგად ჩვენ სახელმწიფო აღარ გვაქვს – ხელისუფლების გამოძიებისადმი ნდობა არის ნულზე დასული“

Published on

ოცნებისტების“ მთავრობის შედეგად ჩვენ სახელმწიფო აღარ გვაქვს, – ასეე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე „მთავარი არხის“ ჟურნალისტზე გიორგი გაბუნიაზე თავდასხმის ორგანიზების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. ვაშაძემ ხელისუფლების მისამართით რამდენიმე მოთხოვნა გააჟღერა, მათ შორის, საგამოძიებო პროცესში ქვეყნის მთავარი მოკავშირეების შესაბამისი უწყებების ჩართვა და სახელწიფოს მხრიდან შემთხვევასთან დაკავშირებით მკაცრი პოზიციის დაფიქსირება მოითხოვა.

„ძალიან მტკივნეულია ამის აღიარება, მაგრამ მიწევს – ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლების პირობებში, საქართველო რუსული სპეცსამსახურებისა და პუტინის ტერორისტების თარეშის ველად გადაიქცა. შესაბამისი უწყებები, იმის მაგივრად, რომ სახელმწიფოს უშიშროებაზე ზრუნავდნენ, ოპოზიციის დევნითა და მიყურადებით არიან დაკავებულები და უსაფრთხოების სისტემა სრულიად მოშლილია.

კარგად გვახსოვს, როგორ გამოუშვეს ციხიდან „დაეშის“ საველე მეთაური, ახმედ ჩატაევი, როგორ შემოუშვეს შემდეგ უკან საქართველოში, როგორც აცხოვრეს თბილისის ცენტრში, როგორ დააწყებინეს საომარი მოქმედებები, რომელსაც ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა. შესანიშნავად გვახსოვს, რამდენიმე დღის წინ როგორ დააკავეს ბათუმში თურქული დაჯგუფება, რომელსაც სამშობლოში იზმირის მერის ლიკვიდაციაში ედება ბრალი. „ოცნებისტების“ მთავრობის შედეგად, ჩვენ სახელმწიფო აღარ გვაქვს. ეს გუშინდელმა ფაქტმაც დაადასტურა.

პირველ რიგში, სოლიდარობას ვუცხადებთ „მთავარს“, გიორგი გაბუნიას და ყველა თავისუფლების მოყვარულ ჟურნალისტს, რომელიც ამ არხზე მუშაობს.

მოვითხოვთ, მაქსიმალურად სწრაფად, დეტალურად გასაჯაროვდეს ამ დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაცია, საჯაროობა აუცილებელია, რადგან მოქალაქის ნდობა დღევანდელი ხელისუფლების მიმართ არის ნულზე დასული. ზუსტად დადგინდეს არა მარტო ამ დანაშაულის შემსრულებელი, არამედ ორგანიზატორები და დამკვეთები, ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს ჩვენი სახელმწიფოსთვის. მეოთხე, ხელისუფლებამ დააფიქსიროს მკაცრი და შეუვალი პოზიცია ამ დანაშაულზე და არ დაიმალოს ისე, როგორც იმალება მაშინ, როდესაც საქმე რუსეთის ფედერაციას ეხება. ბოლოს, კატეგორიულად მოვითხოვთ, გამოძიებაში ჩართონ ჩვენი სახელმწიფოს მთავარი მოკავშირეების შესაბამისი უწყებები იმიტომ, რომ ხელისუფლების გამოძიებისადმი ნდობა არის ნულზე დასული,“- განაცხადა ვაშაძემ.

სიახლეები

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...

გარდაბანში ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

გარდაბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა, ავარიას ჯამში 8 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა....

„ოპოზიციური ალიანსი“ ასხელებს 6 პირობას “სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“

"ოპოზიციის ალიანსი" იმ 6 ძირითად მოთხოვნას ასახელებს, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების...

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა-ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს  "205 უკრაინელი...