,,TV პირველს” კიდევ ერთი წამყვანი, დიანა ტრაპაიძე ტოვებს

0
450

“TV პირველს” კიდევ ერთი წამყვანი, დიანა ტრაპაიძე ტოვებს. ამის შესახებ მან ფეისბუკზე დაწერა.

“მივდივარ ტელევიზიიდან, მაგრამ სულ ვიქნები “TV პირველის” გულშემატკივარი. იქ ჩემი ძალიან კარგი მეგობრები მუშაობენ და წარმატებები მათ”, – წერს ის.

ტრაპაიძე მადლობას უხდის თავის ყოფილ თანამსრომლებს, არხის მფლობელს ვატო წერეთელს, არხის ყოფილ დირექტორს, ინა გრიგოლიას და სხვებს.

“მათთან და სხვებთან ერთად, მეც ვაკეთებდი არცთუ ურიგო ტელევიზიას და იქ პროფესიული ცხოვრების ალბათ საუკეთესო 4 წელი გავატარე. ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ჩავთვალე რომ ახლა დასრულების დროა”, – აცხადებს ის.

მისივე თქმით, ის სხვა ტელევიზიაში არ მიდის და “ცოტას დაისვენებს და მერე დაიწყებს ახლიდან”.

ტრაპაიძის წასვლამდე არხი ნინო ჟიჟილაშვილმა, ვახო სანაიამ და “პოლიტმეტრის” გუნდმა – ჟურნალისტემა და პროდიუსერებმა დატოვეს.ყველა ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა არხზე “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის, ნოდარ მელაძის მთავარ პროდიუსერად დანიშვნა. მელაძის მისვლამდე ჟიჟილაშვილი იყო საინფორმაციო სამსახურის უფროსი, რომელიც საქმეს არხზე მელაძის მისვლის შემდეგ “ხელმძღვანელობასთან ხედვების ვერდამთხვევის” გამო ჩამოშორდა.

წინა სტატიარადიო გადაცემა – „დიალოგი“, სტუმარი, ფსიქოლოგი, ანიკო როგავა(ჩანაწერი)
შემდეგი სტატიადღეიდან საქართველოში სამგზავრო მატარებლების მოძრაობა განახლდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური