სალომე ზურაბიშვილი ტურისტი ხდება

0
479

ადგილობრივი ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას ლამისყანიდან მიმართავს.

“დღეს 15 ივნისია. დღეიდან იხსნება შიდა ტურიზმი. მე მინდა თქვენთან ერთად დავიწყო მოგზაურობა საქართველოში. აღმოვაჩინოთ სხვანაირი საქართველო, ისეთი ადგილები, რომლებიც შესაძლოა, ნაკლებად ცნობილია და ყველამ ერთად გავიგოთ, რომ აქ ძალიან ბევრი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც მართლაც აღმოჩენად ღირს.

დღეს ლამისყანაში ვართ, თბილისთან ახლოს, ერთი საათის სავალზე. ლამისყანის ეს ციხესიმაგრე ჯერ ქსნის ერისთავების, შემდეგ კი, ჯამბაკურ-ორბელიანთა ციხესიმაგრე იყო.

აქედან გაიტაცეს დავით გურამიშვილი და ამ სოფელში, თუ არ ვცდები, დაახლოებით ორმოცდაათამდე ძეგლი, ძველი მარანი და ძალიან ბევრი საინტერესო რამ არის მართლაც აღმოსაჩენი.

ჩვენ აქედან წავალთ დღეს და ბევრ სხვა ადგილს გაჩვენებთ. შეგიძლიათ გვესტუმროთ ჩვენს Facebook გვერდზე, ყველამ ერთად ვიმოგზაუროთ საქართველოში, აღმოვაჩინოთ საქართველო, მაგრამ აუცილებელია, მაინც დავიცვათ სიფრთხილე, ყველა ერთად ვიყოთ ფრთხილად და ვიმოგზაუროთ ფრთხილად!”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მიმართვაში.

ადგილობრივი ტურიზმის გახსნასა და მხარდაჭერასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი გურიის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონს ეწვევა, რამდენიმე კურორტსა და დაცულ ტერიტორიას დაათვალიერებს.

წინა სტატიააჭარაში დიდი ოდენობის ქრთამის აღების ბრალდებით მიწის მართვის სამსახურის უფროსი დააკავეს
შემდეგი სტატიაგიორგი რურუა: ,,ეს აბსურდული ბრალდება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლის საშუალებაა”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური