მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ,,როგორ შეიძლება გაყოფა იყოს უფრო ეფექტური, ვიდრე ერთიანობა. ეს სადმე...

მიხეილ სააკაშვილი: ,,როგორ შეიძლება გაყოფა იყოს უფრო ეფექტური, ვიდრე ერთიანობა. ეს სადმე გაგიგიათ?”

Published on

როგორ შეიძლება გაყოფა იყოს უფრო ეფექტური, ვიდრე ერთიანობა. ეს სადმე გაგიგიათ?”, – ამბობს მთავარი არხის ეთერში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, მისივე ინიციატივაზე, რომელიც ერთიანი ოპოზიციური საარჩევნო სიის შექმნას გულისხმობს.

“ჯერ არავის მოუგონია გამარჯვების უკეთესი ფორმულა, ვიდრე ერთობა. ველოსიპედს ნუ მოვიგონებთ. ჩვენი საუკუნეების სიბრძნეა – ძალა ერთობაშია. ამის გარეშე ძნელია წარმატების მიღწევა, მიღწევადია, ყველა შემთხვევაში ივანიშვილი მარცხდება, მაგრამ ესაა ბევრად მარტივი”, – ამბობს სააკაშვილი.

“ახლა შურის, ბოღმის დრო არაა, ძველი ანგარიშების გასწორების დროც არაა, ჩემთან დატოლების დროც არაა, რადგან, გარწმუნებთ, ჯერ ერთი ვერ დამეტოლებით ბევრი მიზეზის გამო და მეორეც, მე ამით არაფერი დამიშავდება და საერთო საქმეს დააკლდება”, – თქვა მთავარი არხის ეთერში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებზე, რომლებმაც მისი შეთავაზება ერთიანი ოპოზიციური საარჩევნო სიის შექმნასთან დაკავშირებით გააკრიტიკეს

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...