ივანიშვილი არჩევნების გადადებაში ეძებს ხსნას, მაგრამ ოპოზიცია სხვაგვარად ფიქრობს

0
454

ქართული ოცნების წევრი, დავით მათიკაშვილიამბობს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. მისი თქმით, ქვეყანა პანდემიას ებრძვის, ხოლო ოპოზიცია არჩევნებით სპეკულირებს.  

“პანდემია არ დასრულებულა. ბოლო დროს, ეს რამდენიმე დღე საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა რომ მიუხედავად შემსუბუქებისა და გარკვეული მიმართულებით ეკონომიკის გახსნისა, ჩვენ არ უნდა ჩავთვალოთ რომ ამ მხრივ მდგომარეობა კარგია… ყველა გადაწყვეტილება, ამას მინდა ხაზი გავუსვა, რაც იქნება არჩევნებთან დაკავშირებით იქნება მიღებული, იქნება იმ გამოწვევებით ნაკარნახევი, რომელიც კონკრეტულ მოცემულ სიტუაციაში იქნება საზოგადოებაში” ,- ამბობს დავით მათიკაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოფო კილაძის თქმით, მმართველმა გუნდმა პანდემიის პირობებში იმდენად კარგად იმუშავა, რომ საზოგადოების ნდობა მათ მიმართ უფრო გაიზარდა.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არჩევნები ოქტომბერში ჩატარდეს.

“ხალხმა დაინახა, რომ ხელისფულება არის ეფექტიანი და ამიტომ, ამ გუნდით, ამ რეიტინგით, ნამდვილად არ გვეშინია არჩევნების ჩატარების ოქტომბერში, ამიტომ თეორიული შანსიც კი არ არის ის რომ ქართული ოცნების ინტერესში შეიძლება შედიოდეს არჩევნების გადაწევა, თუ ამაზე სპეკულირებენ ჩვენი ოპონენტები”,- თქვა მან.

არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება, თუ დეკემბერში, „ქართული ოცნების“ დამარცხება გარდაუვალია“ – აცხადებს საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი

მისივე თქმით, “ხელისულფების წარმომადგენლების მხრიდან არჩევნების შესაძლო გადადებაზე საუბრის დაწყება, მოულოდნელი არ არის. მით უფრო, როცა მ საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილი უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება, დღითი დღე კიდევ უფრო მძიმდება ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, ხელისუფლებას ეშინია მოახლოებული არჩევნების.

მინდა ცალსახად ვთქვა, პირველ რიგში საქართველოს კონსტიტუცია ადგენს, როდის უნდა ჩატარდეს არჩევნები და პანდემიას საქართველოს კონსტიტიციის და ჩვენი მოქალაქეების უფლებების დასარღვევად ვერავითარ შემთხვევაში ხელისუფლება ვერ გამოიყენებს. როცა არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ხვალ, ზეგ, ოქტომბერში თუ ერთი თვის შემდეგ, “ქართულ ოცნებას” ელოდება გარდაუვალი პოლიტიკური კრახი“ – განაცხადა სამადაშვილმა.

წინა სტატიადღეიდან საქართველოში სამგზავრო მატარებლების მოძრაობა განახლდა
შემდეგი სტატიადავით ჭიჭინაძე „ევროპულ საქართველოს“ „ქართულ ოცნებასთან” გარიგებაში ადანაშაულებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური