მთავარისიახლეებისაზოგადოებატყის ხანძარი აბასთუმანში ლიკვიდირებულია

ტყის ხანძარი აბასთუმანში ლიკვიდირებულია

Published on

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში ორდღიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია, – ამ ინფორმაციას ავრცელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

სამსახურის თანახმად, ადგილზე შექმნილი სპეციალური შტაბის მუშაობა წყდება და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მონიტორინგის მიზნით რჩებიან. საბოლოო ინფორმაციით, ტყის მასივში დამწვარია წიწვოვანი ტყის ქვედა საფარი და კუნძები, ხანძარი 400 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა.

ორი დღის განმავლობაში მეხანძრე მაშველებთან ერთად ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდა სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება ხანძრის თაობაზე 13 ივნისს 14 საათისთვის შევიდა. თავდაპირველი ვერსიით, ცეცხლი ტყეში 12 ივნისს ხეზე მეხის დაცემამ განაპირობა, თუმცა ეს ვერსია მალევე უარყო სამცხე-ჯავახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა. გიორგი აბრამაშვილმა არ გამორიცხა, რომ ხანძარი ხელოვნურად იყო გაჩენილი.

სიახლეები

“ქართული ოცნების” კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს – სამოქალაქო საზოგადოება

საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებულ საინფორმაციო კამპანიასა...

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

2026 წლის 20 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით,...

რუსეთმა უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე საერთაშორისო გამშვები პუნქტი შაჰედებით დაბომბა

რუსეთმა უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე საერთაშორისო გამშვები პუნქტი შაჰედებით დაბომბა. „დარტყმა მოხდა მოლდოვას საზღვარზე მდებარე საერთაშორისო...

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...