მთავარისიახლეებიპოლიტიკაბაღებში, სკოლებში და სხვადასხვა საჯარო ინსტიტუტებში დასაქმებულ ხალხს უკვე აფრთხილებენ, არ გაბედონ...

ბაღებში, სკოლებში და სხვადასხვა საჯარო ინსტიტუტებში დასაქმებულ ხალხს უკვე აფრთხილებენ, არ გაბედონ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობა

Published on

„ჩვენამდე უკვე მოდის სერიოზული ხმები, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მასშტაბით ხდება დასუფთავების სამსახურებში, ბაღებში, სკოლებში და სხვადასხვა საჯარო ინსტიტუტებში დასაქმებული ხალხის გაფრთხილება, რომ არავითარ შემთხვევაში არ იფიქრონ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობაზე“, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო- სახალხო განხილვისას განაცხადა.

„ეს არის ინფორმაცია, რომელსაც მე ვღებულობ. შეიძლება არ დასტურდება, მაგრამ ძალიან სერიოზული ვარაუდი უკვე არის. გთხოვთ, რომ ყველამ მაქსიმალურად უზრუნველყოთ მსგავსი, თუნდაც ჭორების დონეზე გავრცელებული ინფორმაცია იყოს გამორიცხული“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა

მან ასევე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს რჩილ თალაკვაძეს, რომ ხელისუფლებამ არ დაუშვას რაიმე ტიპის ზეწოლა ბიზნეს სექტორის იმ წარმომადგენლებზე, ვინც ოპოზიციურ პარტიებს დაეხმარება.

„არაერთ ბიზნესმენს, რომელიც იყო წინა ადმინისტრაციის ტერორის მსხვერპლი და ვერ იპოვა სამართალი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში, აქვს სურვილი ჩვენი თანადგომის. მე ვსარგებლობ შემთხვევეით, რომ ბატონ არჩილს პირადად მივმართო, მან პირადად აიღოს პასუხისმგებლობა, როგორც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა, რომ არ დაუშვათ რაიმე ტიპის ზეწოლა ბიზნეს სექტორის იმ წარმომადგენლებზე, რომელსაც ექნება სურვილი ჩვენი ან სხვა ოპიზიციური პარტიის დახმარების. ჩვენ სერიოზულად ვითანამშრომლებთ დიპლომტიურ კორპუსთან და ნებისმიერი მსგავსი შემთხვევა იქნება კომუნიკაციის უმაღლეს რანგში აწეული“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა

სიახლეები

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...

გარდაბანში ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

გარდაბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა, ავარიას ჯამში 8 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა....

„ოპოზიციური ალიანსი“ ასხელებს 6 პირობას “სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“

"ოპოზიციის ალიანსი" იმ 6 ძირითად მოთხოვნას ასახელებს, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების...

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა-ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს  "205 უკრაინელი...