მთავარისიახლეებისაზოგადოებამიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს

მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს.

„მინდა ჩემი პოზიცია გამოვთქვა მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ქართველი ხალხის გამარჯვებას ამ ყაჩაღების ბანდაზე და მთავარ ყაჩაღზე ალტერნატივა უბრალოდ არ გააჩნია. გამოწვევა არის ძალიან დიდი და რა თქმა უნდა, ივანიშვილი თავისით არაფერს არ დათმობს. ამიტომ, მივესალმები ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც კოორდინაციას უწევს ოპოზიციის ჯგუფების მოქმედებას. ვინაიდან, ასეთი რეჟიმების წინააღმდეგ ძალების გაერთიანების გარეშე ძნელია მოქმედება. მივესალმები იმ ნაბიჯებს, რომელიც გადაიდგა მაჟორიტარობის კუთხით კოორდინაციის… მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ახლა არის სიტუაცია, როდესაც ყველამ უნდა გადავდოთ ამბიციები გვერდზე და გავაერთიანოთ მთლიანად ყველა ოპოზიციური ჯგუფი ერთიან სიაში – ეს არის ერთიანობის ყველაზე ზუსტი და სწორი ფორმა! ასეთია საქართველოს წინა გამოცდილებაც და ასეთია მსოფლიოს გამოცდილებაც.

გავერთიანდეთ! გავაკეთოთ ერთიანი დიდი სია… ადგილები გადანაწილდეს ეს ჩემთვის სულერთია, მაგრამ ალბათ, პარტიების რეიტინგებით და მხარდაჭერის მიხედვით და ეს ადვილი დასადგენია და შემდეგ ერთიანი ფრონტით შევუტიოთ ივანიშვილს! ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ! ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავლახოთ ეს უბედურება რაც ახლა ხდება… საქართველომ უნდა გააგრძელოს განვითარება! ერთიანი სია, ერთიანი ძალა და გამარჯვება ქართველი ხალხისთვის! მე მზად ვარ, განვიხილო ყველანაირი წინადადებები ამ მიმართულებით და იმედია, დისკუსია გაიხსნება და რაღაც შედეგებამდე აუცილებლად მივალთ”, -წერს სააკაშვილი

სიახლეები

“ქართული ოცნების” კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს – სამოქალაქო საზოგადოება

საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებულ საინფორმაციო კამპანიასა...

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

2026 წლის 20 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით,...

რუსეთმა უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე საერთაშორისო გამშვები პუნქტი შაჰედებით დაბომბა

რუსეთმა უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე საერთაშორისო გამშვები პუნქტი შაჰედებით დაბომბა. „დარტყმა მოხდა მოლდოვას საზღვარზე მდებარე საერთაშორისო...

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...