მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ჩვენ უბრალოდ არ მოგვწონს, რაც ჟურნალისტური სტანდარტისა და ყველა სხვა კომპონენტის თვალსაზრისით...

,,ჩვენ უბრალოდ არ მოგვწონს, რაც ჟურნალისტური სტანდარტისა და ყველა სხვა კომპონენტის თვალსაზრისით TV პირველზე ხდება” – ვახო სანაია და ნინო ჟიჟილაშვილი არხს ტოვებენ

Published on

ტელეწამყვანები ვახო სანაია და ნინო ჟიჟილაშვილი TV პირველს ტოვებენ. ამის შესახებ მათ პირდაპირ ეთერში განაცხადეს.

ტელეწამყვანებთან ერთად არხს ტოვებენ გადაცემა პოლიტმეტრის პროდიუსერი გიორგი დარჩაშვილი, პროდიუსერი და ჟურნალისტი ხატია შამანაური, წამყვანი-ჟურნალისტი გიორგი კიკაბიძე, წამყვანი და ჟურნალისტი სოფო მაისურაძე, პროდიუსერი მიხო კოტეტიშვილი.

“შენებას დიდი ხანი უნდა, ნგრევას ერთი დღე ჰყოფნის. ნდობას მოპოვება უნდა, დაკარგვა ადვილია. ეს სულ გვახსოვდა ამ წლების განმავლობაში, როცა სხვებთან ერთად აქ ვმუშაობდით მთელი ხუთი წელი […] თანამშრომლობის რესურსი, როგორც ჩანს, ამოწურულია. კერძო არხს აქვს უფლება, ბუნებრივია, ისე გააგრძელოს, როგორც თავად მიაჩნია საჭიროდ. ჩვენც ვიყენებთ უფლებას, მივიღოთ ეს გადაწყვეტილება”, — განაცხადა ვახო სანაიამ.

როგორც ნინო ჟიჟილაშვილმა თქვა, არხიდან პოლიტმეტრის გუნდის წასვლის მიზეზი არხის განვითარების პროცესია და მათი ხედვები არხის მენეჯმენტის ხედვებს აღარ ემთხვევა.

“ამ წასვლას არ ახლავს თან პერსონალური საკითხები. აქ საუბარია საქმეზე და ფუნდამენტურ განსხვავებებზე. TV პირველში ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მხოლოდ ჟურნალისტები. არხის ეთერში გასვლის დღიდან ჩართული ვიყავით თითოეულ გადაწყვეტილებაში, რაც აქ მიიღებოდა, სახელისუფლებო შეტევების მოგერიებაში, რაც საკმარისად იყო. ჩვენ ამ არხზე თითოეულ ნაბიჯზე ვიღებდით პასუხისმგებლობას, რაც, სამწუხაროდ, უკვე აღარ გამოგვდის. მარტივად რომ გითხრათ, ჩვენ უბრალოდ არ მოგვწონს, რაც ჟურნალისტური სტანდარტისა და ყველა სხვა კომპონენტის თვალსაზრისით TV პირველზე ხდება. არ მოგვწონს და ვერც ვერაფერს ვცვლით”, — აღნიშნა ჟიჟილაშვილმა.

ნინო ჟიჟილაშვილი თებერვლის ბოლოს საინფორმაციო სამსახურის უფროსად დაინიშნა, თუმცა თითქმის ორთვიანი მუშაობის შემდეგ პოსტი დატოვა. როგორც ტელეკომპანიის მაშინდელმა დირექტორმა, ინგა გრიგოლიამ განმარტა საკადრო ცვლილება არჩევნების მოახლოებასა და ახალ ტოკ-შოუებს უკავშირდებოდა. ამასთან, თვითონ ტელეწამყვანმა განმარტა, რომ საინფორმაციო სამსახურის განვითარების მისი და არხის ხელმძღვანელების ხედვები ერთმანეთს არ დაემთხვა.

ჟიჟილაშვილის პოსტიდან წასვლა დროში დაემთხვა TV პირველში ნოდარ მელაძის გადასვლას. მელაძესთან ერთად TV პირველში მთავარი არხის რამდენიმე ჟურნალისტიც გადავიდა.

TV პირველის დირექტორი ვატო წერეთელი ამბობს, რომ ვახო სანაია და ნინო ჟიჟილაშვილი არხიდან არავის გაუშვია და სხვა ტელევიზიაში გადასვლა სურდათ. როგორც წერეთელი ამბობს, ის გაოცებულია ტელეწამყვანების დამამთავრებელი სიტყვით. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ ჟიჟილაშვილი და სანაია ფორმულაზე გადადიან.”ეკრანიდან არ გამიგია, რომ პოლიტმეტრი ტოვებდა TV პირველს, თუმცა ეპილოგით მაინც გაოცებული ვარ. არ მწყენია. გამიკვირდა. არავის გაუშვია ნინო და ვახო არხიდან და არც არავინ ჩარეულა მათ თავისუფლებაში, უნდოდათ გადასვლა და გადავიდნენ სხვა ტელევიზიაში. წარმატებებს ვუსურვებ მათ ფორმულაზე. მე კი ველოდები ახალ შემოტევებს TV პირველის წინააღმდეგ. ყოველთვის ვიამაყებ ჩემი ტელევიზიის თავისუფლებითა და დამოუკიდებლობით, დანარჩენს მაყურებელი თავად ნახავს”, — აცხადებს ვატო წერეთელი.

სიახლეები

“ქართული ოცნების” კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს – სამოქალაქო საზოგადოება

საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებულ საინფორმაციო კამპანიასა...

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

2026 წლის 20 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით,...

რუსეთმა უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე საერთაშორისო გამშვები პუნქტი შაჰედებით დაბომბა

რუსეთმა უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე საერთაშორისო გამშვები პუნქტი შაჰედებით დაბომბა. „დარტყმა მოხდა მოლდოვას საზღვარზე მდებარე საერთაშორისო...

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...