თბილისში, ჯანაშიას ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში უცხო ქვეყნის მოქალაქის ცხედარი იპოვეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ჩინეთის მოქალაქეა, 40 წლამდე ასაკისა და ბინაში მარტო არ იმყოფებოდა.
საქმეს შშს იძიებს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მისულია ბინის ქართველი მეპატრონე და თარჯიმნებიც.