მთავარისიახლეებიპოლიტიკაპირბადის ტარება დახურულ სივრცეებში სავალდებულო ხდება - ჯარიმა ამ წესის დარღვევისათვის...

პირბადის ტარება დახურულ სივრცეებში სავალდებულო ხდება – ჯარიმა ამ წესის დარღვევისათვის 20 ლარია

Published on

საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, პანდემიისა და ეპიდემიის დროს პირბადის ტარება დახურულ სივრცეებში სავალდებულო ხდება.

ამ წესის დარღვევის შემთხვევაში 20 ლარის ოდენობის ჯარიმა იქნება გათვალისწინებული.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო სოციალურად დაუცველ ფენას პირბადეებს უფასოდ დაურიგებს. ამის შესახებ მან პარლამენტის ტრიბუნიდან ისაუბრა.

“ეკონომიკის სამინისტრო, ჩვენი გუნდი, მთავრობა მუშაობს იმისთვის, რომ მოხდეს გარკვეული რაოდენობის პირბადეების მიწოდება სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის, რომ მათთვის მძიმე ტვირთი არ იყოს პირბადის შეძენა”, – თქვა ოხანაშვილმა და განმარტა, რომ ფინანსური რესურსიდან გამომდინარე, ეს არ იქნება “დიდი ოდენობა”.

სიახლეები

“ქართული ოცნების” კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს – სამოქალაქო საზოგადოება

საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებულ საინფორმაციო კამპანიასა...

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

2026 წლის 20 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით,...

რუსეთმა უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე საერთაშორისო გამშვები პუნქტი შაჰედებით დაბომბა

რუსეთმა უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე საერთაშორისო გამშვები პუნქტი შაჰედებით დაბომბა. „დარტყმა მოხდა მოლდოვას საზღვარზე მდებარე საერთაშორისო...

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...